Tags

, , , ,

ადამიანი რომ ყველაზე საინტერესო არსებაა დედამიწაზე, ამაზე ყველანი ვთანხმდებით, ან თითქმის ყველანი, ხოდა არსებობს იმდენი ნაირსახეობა ამ ჯიშისა, რომ ხანდახან მინდა ამება ვიყო და ამდენი ფერის დანახვა, შავსა და თეთრს შორის, არ შემეძლოს. ” “გახსნილი გონების” პატრონებს არ გვეპატიება ვიღაცა ტიპების არ მოწონება, მხოლოდ იმის გამო რომ ისინი ამა თუ იმ საქციელს სჩადიან”, კაით რა, ყველამ ვიცით რომ ყველა ადამიანშია ფაშისტი ღორი, ზოგი ხმამაღლა ღტუტუნებს, ზოგი უბრალოდ ნაგავს ჭამს ჩუმად, ნაგავს, რომელსაც სხვა ფაშისტი ღორი უყრის. ყველას გვყავს ამოჩემებული ტიპაჟები, რომლებიც გვევასებიან, და რომლებიც გვაღიზიანებენ.

ამიტომაც გადავწყვიტე ახალი რუბრიკა დავნერგო ჩემს ბლოგზე, სახელად “ასეთი ადამიანებიც არსებობენ”.ეს კონკრეტული პოსტი კი, პირადად იმ სახეობას ეკუთვნის, ვისაც ძაღლები ან/და კატები ისე ძალიან უყვართ, რომ ზაფხულში საცურაო კოსტიუმს აცმევენ, ზამთარში რუდოლფის რქებს ადგამენ.

ცხოველების გაადამიანების მცდელობა იმდენად ამაზრზენად და მდარე სურვილად მიმაჩნია ვერ აღგიწერთ, ხალხი გაგიჟდა (გიჟების მიმართ სრულიად პოზიტიურად ვარ განწყობილი არადა), ძაღლებს სოციალურ ქსელებში თავიანთი გვერდები აქვთ, რომელსაც ვითომდა თვითონ მართავენ, ზამთარში ირმებიანი სვიტრები აცვიათ, დღეს წითელი, ხვალ ლურჯი, ზეგ კაპიუშონიანი. მოდის უკანასკნელ ტენდენციებს მიჰყვებიან, რა თქმა უნდა ბევრ სელფს იღებენ და მერე ინსტაგრამსა თუ ფეისბუქზე ტვირთავენ, თავიანთივე აზრის “ქეფშენში” დაფიქსირებითურთ, თითქოს და ის კი არ მესაუბრება, ვინც ფოტო გადაუღო რეალობაში, არამედ თვითონ ძაღლი.

ალბათ არის ფსიქოლოგიაში რამე დარგი, რომელიც ამ ფენომენს შეისწავლის, თუ არაა მალე გაჩნდება, ჩემი აზრით კი მარტოობის და ვიღაცაზე ზრუნვის მდარე გამოვლინებაა, ზოგს ბავშვი არ ჰყავს (ბავშვებზე ცალკე პოსტია დასაწერი, შარვალ-კოსტუმით რომ დადიან 1 წლის ჩვილები), სხვადასხვა მიზეზის გამო, ზოგს ბავშვი ჰყავს, მაგრამ უკვე გაიზარდა და შეპასუხება ისწავლა, ვიღაცა ხომ გჭირდება ვინც თვალებში შემოგციცინებს და კუდს გიქიცინებს როცა თავზე ხელს გადაუსვამ, რომელიც ყველაფერს გააკეთებს შენი გულისთვის, ხოდა შენც ისე ექცევი როგორც ბავშვს მოექცეოდი, ან სხვები ექცევიან. “დღეს პირველად თქვა აღუ, და უბედნიერესი ვარ” “დღეს პირველად მომცა თათი, უბედნიერესი ვარ” და ა.შ. მოდი ყველამ ერთად ვაღიაროთ რომ ფსიქოლოგიური პრობლემები გაქვთ, და ავდგეთ და მივმართოთ ფსიქოლოგს, ეს დარგიც განვითარდება საქართველოში და თქვენი შინაური ცხოველებიც დაისვენებენ.

არ მესმის, რა საჭიროა თქვენი შინაური ცხოველის ფოტოს ვხედავდე ყოველ დღე, ან სხვა ხედავდეს, იმის გათვალისწინებით რომ, საერთოდ არანაირი ცვლილება არაა გუშინდელ ფოტოსა და დღევანდელს შორის. ადამიანებზეც შეიძლება იმავეს თქმა. ხოდა ნუ! ნურც თქვენ დებთ იმავე ფოტოს, რომელიც გუშინ უკვე ვნახე, გუშინწინაც და იმის წინაც, და ნურც თქვენი საყვარელი შინაური ცხოველისას, მითუმეტეს ბანტით თავზე და პომადით ტუჩებზე.

პ.ს. თქვენი ცხოველების შემყურე, ხანდახან ბედნიერი ვარ რომ შვილი არ გყავთ, საწყალი ის ბავშვები თქვენს ხელში, რომლებიც შეიძლება გყოლოდათ.

არსებობენ ასეთი ადამიანები, რომლებიც თავიანთ ცხოველებს აადამიანებენ, ტანსაცმელს უკერავენ, მაგიდასთან სვამენ და ისე აჭმევენ, სოციალურ ქსელებში ააქტიურებენ, ასაუბრებენ, აზრებს ახატვინებენ და ერთი სიტყვით აუპატიურებენ მათ ცხოველობას, რომელსაც უბრალოდ თქვენი ყურადღება, სითბო და საჭმელი უნდა. და თუ მაინც ისე უსაშველოდ ცივა, არაა საჭიურო ვარდისფერი, “ბლიოსტკებიანი” ჰელოუ კიტის ზედის ჩაცმა.

_გამარჯობა, მე ფაშისტი ვარ ეს ჩემი პირველი პოსტია ამის აღიარებიდან. -_”მივესალმოთ ლაშას”

:შეხვედრამდე ჯოჯოხეთში