Tags
იტალია, მოგზაურობა, ფლორენცია, ფოტოგრაფია, florence, Italy, photography, travelling
ერთხელ, ერთ საინტერესო “stand up” ს ვუსმენდი, და ახალგაზრდა ბიჭმა თქვა, რომ ყველა მოგზაურობა კარგია, რომ არის მხოლოდ ორი ვარიანტი, ან ძალიან კარგად დაისვენებ, ან ძალიან კარგი ისტორია გექნება, ორივე შემთხვევაში მოგებულები ვართ.
დიდი ხანი ვიკავე თავი, ბევრჯერ გადავდე ამ თემაზე წერა, თუ საუბარი, თუმცა, ვთვლი, რომ აუცილებელია ეს დავწერო, არავის ააქვს ისეთი მეხსიერება რომ წლებს, დანაკლისის გარეშე გაუძლოს, და იმ მიზენით, რომ მომავალში, არ მინდა ჩემივე ისტორია, “გაფუჭებულ ტელეფონს “დაემსგავსოს, სანამ დეტალებში მახსოვს ყველაფერი, აქვე დავფრქვავ.
იტალიური არდადეგების, მესამე თუ მეოთხე დღეა, რომმა, თავისი უსუსური სიდიადით, ამოწურა თავისი თავი, ჩვენში, რიგში ფლორენცია იდგა. 3 მეგობარი ვართ, ფლორენცია ჩემი იდეა იყო, რამეთუ არქიტექტურის ისტორიის ლექციებზე, ყველაზე დასამახსოვრებელი, იტალიის ქალაქებიდან, რატომღაც, ის აღმოჩნდა.
ჩვენც წავედით, გვიან, დაახლოებით ღამის პირველ საათზე, სადგურზე ვიყავით. არის მომენტები, როცა საერთოდ ვერ ხვდები რა ქნა. იმდენად ცარიელი იყო, იმდენად არაფრის მთქმელ გაჩერებაზე ჩამოვედით, რომ ნახევარი საათი უაზროდ დგომაში გავატარეთ. თუმცა, მალევე გამოვერკვიეთ, და სწორ გზას დავადექით. ისეთი პატარაა ფლორენცია, ფეხით, ნახევარ საათში, ქალაქის მეორე ბოლოში ვიყავით.
სახლს, ადვილად მივაგენით, თუმცა კარი არავინ გაგვიღო. რაღაცნაირად დავრეკეთ მეპატრონესთან, და მიზეზი, დაახლოებით, ასე ჟღერდა, რომ გვიანია და ხვალ დილამდე მოგვეცადა. სასაცილო იყო, თუმცა Continue reading