Tags

, , , , , , , , , , , , , ,

AA024A

მთელი ცხოვრება მაჯერებდნენ, რომ ხალხი ბევრ კატეგორიად იყოფა: ლამაზი, მახინჯი, საღი გონების პატრონი,  შეზღუდული შესაძლებლობების, ნორმალური, არანორმალური და ა.შ. ყველა მხრიდან გვიტევს ხალხის რაღაცა ნიშნით გამორჩევისა და დისკრიმინაციის, ზოგჯერ პოზიტიური დისკრიმინაციის მცდელობები. გინდა თუ არა, ეს მაინც ილექება შენში, რაც არ უნდა ეცადო, მაინც განსხვავებულ ადამიანებს სხვანაირად უყურებ, სხვანაირად ყურებაზე საშინელი კი არაფერია, მათთვის, ვისაც დააჯერეს, რომ საზოგადოება იყოფა ორად, კარგებად და ცუდებად, და რომ სამწუხაროდ ისინი კარგ ნაწილში ვერ მოხვდნენ. სწორედ მსგავსი დამოკიდებულება, მაფიქრებს, რომ ადამიანებს ბავშვები მხოლოდ იმისთვის უნდათ, რომ გაერთონ, თავიანთი მოწყენილი ყოფა გაახალისონ, სათამაშებისთვის უკვე დიდები არიან, ბავშვი კი დიდების სათამაშოა. ეგოისტური საწყისებიდან გამოდის თითქმის ყველა, ან სრულიად ყველა, უნდათ რომ ვიღაცისთვის მნიშვნელოვანები იყვნენ, ვიღაცისთვის ავტორიტეტი, ვიღაცა ისე აღზარდონ როგორც თვითონ უნდათ, იმბრძანებლონ სანამ შეუძლიათ და ა.შ. თუმცა გაჩნდება თუ არა ბავშვი, რომელიც შედარებით რთული მოსავლელია ვიდრე ხილ-ფაფების რეკლამებში გამოყვანილი ბავშვები, ცდილობენ რომ თავიდან მოიშორონ. აბორტებზე, შერჩევით სქესსა და სხვადასხვა რაღაცებზე აღარაფერს ვიტყვი.  ჩნდება ბავშვი, ბავშვი ისეთი არაა, როგორიც მან შეუკვეთა, “ბრაკი” ჩამოუვიდა, ამით ვერ ითამაშებს, ამიტომაც მიჰყავს ინსტიტუციებში, სხვადასხვა ორგანიზაციებში, სადაც ასევე “ბრაკებად” აღიქვამენ ბავშვს, ბავშვებად, რომელთა მოკვლაც არ შეიძლება, მაგრამ ცხოვრების უფლებაც არ ააქვთ.AA010A

მედია საშუალებები, თავიანთი ტოლერანტული და ემპათიით განწყობილი სიუჟეტებით, მუსიკით, რომელიც პანაშვიდისთვისაც კი ზედმეტად ტრაგიკულია, გვაცოდებენ მათ. ვითომდა ცნობიერების ამაღლების მიზნით გადაღებული კადრები, არაფერს ცვლის, ისევ გვეცოდება, ისინი, ვინც ჩვენზე “ცუდები” არიან, ადამიენებს ხომ გვიყვარს როცა ხაზს უსვამენ ჩვენს უპირატესობებს, ვიბღინძებით. “შეცოდება კარგი ტონია”, ასე ამბობენ, მაგრამ ის ადამიანები, რომლებსაც შესაცოდი არაფერი სჭირთ, სიბრალული არაფერია გარდა შეურაცხყოფა. მაგრამ, ყველამ ვიცით რა იყიდებაკარგად: ძუძუ, ტრაკი, საცოდაობა, ხალხის ემოციებით თამაში, ემოციებით რომელსაც ხელოვნურად გვიქმნიან და მერე ხელებს აპარტყუნებენ ზედ.AA019A

ინსტიტუციებში გამწესებული ხალხი, რომლებსაც არაფრის უფლება არ ააქვთ, არც არჩევანის, არც პრიორიტეტების დასახვის, არც თავიანთი პენსიის თვითონ განკარგვის. ისინი იზრდებიან შესაცოდებლად, მათ ასე ზრდიან. მთელი ცხოვრება რომ მოვლის ობიექტი ხარ, ეჩვევი, თვითონვე გინდა რომ უფრო მეტ ხალხზე მოახდინო გავლენა, უფრო მეტი დაინტერესდეს შენით, მოვიდეს, რაღაცები გკითხოს, ან არ გკითხოს, უბრალოდ მოვიდეს. მათ ის კი არ უნდათ რომ ცოდოები გამოჩდნენ, უბრალოდ როცა ასეა ,უფრო მეტი ხალხი ნახულობს. მათ, უბრალოდ ხალხთან კონტაქტი უნდათ. მაია ასათიანი კი ისე არ გნახავს თუ ცოდო არ ხარ.

მაგრამ არსებობს სხვა მაია, რომელმაც შექმნა ორგანიზაცია, “ხელი ხელს” , რომელსაც კი არ ეცოდება ხალხი, უბრალოდ უფრო ფართოდ აზროვნებს. ამაში კი იგულისხმება ის, რომ შეიქმნა, ოჯახები, ზოგი-დიდი, ზოგი-პატარა, მაგრამ შეიქმნა. ადამიანები თავს ადამიანებად გრძნობენ, ისინი გრძნობენ რომ მათ აზრს პატივს სცემენ, რომ მათ უსმენენ. სწავლობენ პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებას, თავად იღებენ გადაწყვეტილებებს, და თანდათან, სულ უფრო და უფრო დამოუკიდებლები ხდებიან. ისინი მთელი ცხოვრება ობიექტები იყვნენ, ახლა კი სუბიექტები არიან.AA004A

22 ნოემბერს ვიყავი გურჯაანში, მეგობრებთან ერთად. გურჯაანში სამი სახლია, რომელშიც შშმ ადამიანები ცხოვრობენ. ეს სახლები/ოჯახები, ორგანიზაციამ “ხელი ხელს” შექმნა. მინდა გითხრათ რომ, მათი შესაძლებლობები უფრო ვრცელია ვიდრე ჩემი. მე არ ვიცი კარტოფილის ღვეზელების გაკეთება, არც სუპის, მე ოთახს დედა მილაგებს, ისინი თვითონ ალაგებენ, მე არ ვარ ისეთი კეთილი, როგორებიც ისინი არიან, მათ სიყვარული შეუძლიათ, ყველაფერში იგრძნობა ეს. ზოგი მუშაობს, თავიანთი ხელფასი აქვთ. ზოგი საოჯახო საქმეს აკეთებს და ასე, მათ უბრალოდ მისცეს შესაძლებლობა, და შეზღუდულიც აღარაფერია. ინსტიტუციებისგან განსხვავებით, სადაც არაფერს ასწავლიან, ოჯახის ტიპის სახლებში ისინი წერა-კითხვას ეუფლებიან, ქარგვას, ქსოვას, ხელნაკეთ ნივთებს აკეთებენ, შემდეგ ყიდიან, თავიანთი თავის გატანას ცდილობენ. მათ ეს უხარიათ, მათ არ უნდათ რომ ისინი ეცოდებოდნენ. სტუმრების მიღება , ფუსფუსი, კახური ეზოები და გარემო მხიარული. სიყვარული, პატივისცემა, ადამიანობა ეს მათი თვისებებია, ამიტომაც მე მეცოდებით თქვენ, ვისაც ისინი გეცოდებათ, თქვენ ხომ მეტი საქმე არ გაქვთ, ისინი კი დასაქმებულებიც არიან, ოჯახებიც ჰყავთ, ადამიანებიც ვისაც უყვართ.AA033A

ხოლო, ის მანკიერი დაწესებულებები, სადაც ადამიანობას ართმევენ ხალხს, რომლებსაც უბრალოდ განსხვავებული პირობა სჭირდება, აუცილებლად უნდა დაიხუროს, უნდა შეიქმნას ოჯახური ტიპის საცხოვრისები, უნდა ვისწავლოთ მათი პატივისცემა. ეს მეთოდი ამართლებს!  ხელი ხელს ორივე მხრიდან ართმევს! თავზე ხელის გადასმა ამპარტავნების ჩვევაა.AA027A

სრული ფოტორეპორტაჟის სანახავად მიყევით ბმულს: ფოტორეპორტაჟი გურჯაანიდან

 

Advertisements