წაიკითხე წიგნებიო, უკეთესად იქნებიო

Tags

, , , ,

წაიკითხე წიგნები და უკეთესად იქნებიო. გარითმეს. რამდენი კოგნიტური დისონანსი შეიძლება დაგემართოს ამ ლოზუნგის გამო. იმას რომ თავი დავანებოთ რა კომპანიის კამპანიის ნაწილია ეს სიტყვები, ამის გარეშე-ცალკეც სრულიად დამაბნეველი და ურთიერთგამომრიცხავი არგუმენტების მოყვანა შეიძლება, ერთი შეხედვით უწყინარი და ძალიან მოტივაციით სავსე წინადადების წაკითხვისა და გაანალიზების შემდეგ.

წიგნები წაიკითხეო, უკეთესად იქნებიო. სასაცილოა, არა? ანუ, რატომ ვიქნები უკეთესად?  უკეთესად ყოფნა რას ნიშნავს? იმის გაანალიზებას ხომ არა რომ მონობა ცუდია? თუ იმის გაანალიზებას, რომ იმის მიუხედავად ბევრი წიგნი გაქვს წაკითხული თუ ცოტა, მაინც იმ მძღნერში ზიხარ, რომელშიც უწიგნური იჯდებოდი. ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ ახლა ხვდები მძღნერში რომ ზიხარ, სუნიც გაწუხებს, და გემოც, იმასაც ხედავ როგორ გაჯვამენ, ყოველ დღე, ყოველ წუთს. მძღნერების დიფერენციაცია გაქვს ნასწავლი, იმდენი წიგნი გაქვს წაკითხული, რომ მძღნერების ექსპერტი ხარ მაგრამ ამის მიუხედავად მაინც ზიხარ და მოთმენით ელი ახალ პარტიას. პარტია კიდე არ აგვიანებს, არასდროს. უი, პარტიაზე გამახსენდა გირჩსაც ფაღარათი აქვს მგონი პლანი შლისო კუჭს. პრიორიტეტებში შეკრულობაა. Continue reading

ქალის მკვლელობა დანაშაულია – წყალი სველია.

kuklaჩემს ოჯახშიც უძალადიათ ქალზე,  დღემდე ძალადობენ, არამარტო ოჯახი, საზოგადოება, სოციუმი, დამოკიდებულებები  რომლებითაც გაიზარდნენ ჩვენი მშობლები, მათი მშობლები, ჩვენ. ბავშვობიდანვე, ყველანი ძალადობის მსხვერპლნი ვართ, გოგოებიც და ბიჭებიც. ჩვენზე ძალადობდნენ: თამაშებით, სპორტით, წიგნებით, ფერებით, ტანსაცმლით, აქსესუარებით, მომავალზე ფიქრით, შეცდომების პატიება/არ პატიებით, ზედმეტსახელებით, “ტრადიციებით”, უმეცრებით. ჩვენზე ძალადობენ მშობლები, მათი მშობლები, მასწავლებლები, ექიმები, პოლიტიკოსები, მაღაზიები, ბიზნესი, ფილმები, სერიალები, მედია, რელიგია, სახელმწიფო. ზოგჯერ დაბადებამდეც ძალადობენ, რაღაცა კონკრეტული იდეის გამო, რადგან ბიჭი უნდოდათ. ჩემს ძმასაც ბიჭი უნდოდა, რომ ჩაეძიო ვერ გეტყვის რატომ, მაგრამ უნდოდა, უფრო მაგარი კაცობა ეგონა. რა თქმა უნდა, ამ მიზეზის გამო არ შეცვლილა ის ფაქტი, რომ ორი გოგოს მამაა, მაგრამ ბევრისთვის ეს მიზეზი საკმარისია, რომ მამობა/დედობაზე უარი თქვას. ნეტა რომელი საუკუნის გადმონაშთია ეს სურვილი? თითქოს ყველა ქართველი კაცი მეფე იყოს და მემკვიდრე სჭირდებოდეს. ზოგს გვარის გამგრძელებელი Continue reading

პალატა N510

მუცლის ტკივილი-საავადმყოფოში წასვლა-ანალიზების აღება-ბრმა ნაწლავი-ნარკოზი-ოპერაცია-პალატა N510-თანაპალატელი N1-თანაპალატელი N2

ბევრი რომ არ ვისაუბრო, პირდაპირ პალატა N510 ით დავიწყებ, რომელიც განკუთვნილია 2 პაციენტისთვის, მე- მესამე ვიყავი. მარჯვნივ მოხუცი, სვანი ბაბუ მეწვა-კახა, მარცხნივ არც ახალგაზრდა მაგრამ არც მოხუცი-გიორგი. ორივეს, უფრო სწორად სამივეს სხვადასხვა ოპერაცია გვქონდა გაკეთებული:ღვიძლის, ბრმა ნაწლავისა და თიაქრის.

პაციენტი N1, კახა პაპა

სვანიო, რომ ამბობენ, აი ეგეთი ბაბუ, სვანეთიდან ათასში ერთხელ რომ ჩამოდის და ამჯერად საოპერაციოდ რომ ჩამოვიდა, აი ესეთი კაცია. ტელეფონზე თავისიანებს სვანურად ესაუბრება და არც არაფერი მესმის. მარტო სახელით თუ მიხვდებით რომ ქართველს ელაპარაკება, სხვა ყველაფერი სრულიად განსხვავებული განზომილებით ისაზღვრება, გრცხვენია რომ ქართული ენა არ იცი, და ქართველს, ქართველის არ გესმის. იმის მიუხედავად რომ სვანია და სხვანური სრულებით ყოფნის, ქართულსაც იდეალურად ფლობს, აქა-იქ, პატარ-პატარა შეცდომებს უშვებს, მაგრამ ბევრ ადამიანზე გამართულად საუბრობს, ცდილობს მაინც. რამე არ შეეშალოს, ალბათ იმიტომ, რომ ფიქრობს ვინმეს სალაპარაკო არ გავხდეო, “ქართველია და ქართული არ იცისო”. ქართველობა რომ ენის ცოდნით არ ისაზღვრება, ამაზე არ ვდაობთ, ეს ცხადია. Continue reading

№1 ასეთი ადამიანებიც არსებობენ (ცხოველების მშობლები)

Tags

, , , ,

ადამიანი რომ ყველაზე საინტერესო არსებაა დედამიწაზე, ამაზე ყველანი ვთანხმდებით, ან თითქმის ყველანი, ხოდა არსებობს იმდენი ნაირსახეობა ამ ჯიშისა, რომ ხანდახან მინდა ამება ვიყო და ამდენი ფერის დანახვა, შავსა და თეთრს შორის, არ შემეძლოს. ” “გახსნილი გონების” პატრონებს არ გვეპატიება ვიღაცა ტიპების არ მოწონება, მხოლოდ იმის გამო რომ ისინი ამა თუ იმ საქციელს სჩადიან”, კაით რა, ყველამ ვიცით რომ ყველა ადამიანშია ფაშისტი ღორი, ზოგი ხმამაღლა ღტუტუნებს, ზოგი უბრალოდ ნაგავს ჭამს ჩუმად, ნაგავს, რომელსაც სხვა ფაშისტი ღორი უყრის. ყველას გვყავს ამოჩემებული ტიპაჟები, რომლებიც გვევასებიან, და რომლებიც გვაღიზიანებენ.

ამიტომაც გადავწყვიტე ახალი რუბრიკა დავნერგო ჩემს ბლოგზე, სახელად “ასეთი ადამიანებიც არსებობენ”.ეს კონკრეტული პოსტი კი, პირადად იმ სახეობას ეკუთვნის, ვისაც ძაღლები ან/და კატები ისე ძალიან უყვართ, რომ ზაფხულში საცურაო კოსტიუმს აცმევენ, ზამთარში რუდოლფის რქებს ადგამენ.

ცხოველების გაადამიანების მცდელობა იმდენად ამაზრზენად და მდარე სურვილად მიმაჩნია ვერ აღგიწერთ, ხალხი გაგიჟდა (გიჟების მიმართ სრულიად პოზიტიურად ვარ განწყობილი არადა), ძაღლებს სოციალურ ქსელებში თავიანთი გვერდები აქვთ, რომელსაც ვითომდა თვითონ მართავენ, ზამთარში ირმებიანი სვიტრები აცვიათ, დღეს წითელი, ხვალ ლურჯი, ზეგ კაპიუშონიანი. მოდის უკანასკნელ ტენდენციებს მიჰყვებიან, რა თქმა უნდა ბევრ სელფს იღებენ და მერე ინსტაგრამსა თუ ფეისბუქზე ტვირთავენ, თავიანთივე აზრის “ქეფშენში” დაფიქსირებითურთ, თითქოს და ის კი არ მესაუბრება, ვინც ფოტო გადაუღო რეალობაში, არამედ თვითონ ძაღლი.

ალბათ არის ფსიქოლოგიაში რამე დარგი, რომელიც ამ ფენომენს შეისწავლის, თუ არაა მალე გაჩნდება, ჩემი აზრით კი მარტოობის და ვიღაცაზე ზრუნვის მდარე გამოვლინებაა, ზოგს ბავშვი არ ჰყავს (ბავშვებზე ცალკე პოსტია დასაწერი, შარვალ-კოსტუმით რომ დადიან 1 წლის ჩვილები), სხვადასხვა მიზეზის გამო, ზოგს ბავშვი ჰყავს, მაგრამ უკვე გაიზარდა და შეპასუხება ისწავლა, ვიღაცა ხომ გჭირდება ვინც თვალებში შემოგციცინებს და კუდს გიქიცინებს როცა თავზე ხელს გადაუსვამ, რომელიც ყველაფერს გააკეთებს შენი გულისთვის, ხოდა შენც ისე ექცევი როგორც ბავშვს მოექცეოდი, ან სხვები ექცევიან. “დღეს პირველად თქვა აღუ, და უბედნიერესი ვარ” “დღეს პირველად მომცა თათი, უბედნიერესი ვარ” და ა.შ. მოდი ყველამ ერთად ვაღიაროთ რომ ფსიქოლოგიური პრობლემები გაქვთ, და ავდგეთ და მივმართოთ ფსიქოლოგს, ეს დარგიც განვითარდება საქართველოში და თქვენი შინაური ცხოველებიც დაისვენებენ.

არ მესმის, რა საჭიროა თქვენი შინაური ცხოველის ფოტოს ვხედავდე ყოველ დღე, ან სხვა ხედავდეს, იმის გათვალისწინებით რომ, საერთოდ არანაირი ცვლილება არაა გუშინდელ ფოტოსა და დღევანდელს შორის. ადამიანებზეც შეიძლება იმავეს თქმა. ხოდა ნუ! ნურც თქვენ დებთ იმავე ფოტოს, რომელიც გუშინ უკვე ვნახე, გუშინწინაც და იმის წინაც, და ნურც თქვენი საყვარელი შინაური ცხოველისას, მითუმეტეს ბანტით თავზე და პომადით ტუჩებზე.

პ.ს. თქვენი ცხოველების შემყურე, ხანდახან ბედნიერი ვარ რომ შვილი არ გყავთ, საწყალი ის ბავშვები თქვენს ხელში, რომლებიც შეიძლება გყოლოდათ.

არსებობენ ასეთი ადამიანები, რომლებიც თავიანთ ცხოველებს აადამიანებენ, ტანსაცმელს უკერავენ, მაგიდასთან სვამენ და ისე აჭმევენ, სოციალურ ქსელებში ააქტიურებენ, ასაუბრებენ, აზრებს ახატვინებენ და ერთი სიტყვით აუპატიურებენ მათ ცხოველობას, რომელსაც უბრალოდ თქვენი ყურადღება, სითბო და საჭმელი უნდა. და თუ მაინც ისე უსაშველოდ ცივა, არაა საჭიურო ვარდისფერი, “ბლიოსტკებიანი” ჰელოუ კიტის ზედის ჩაცმა.

_გამარჯობა, მე ფაშისტი ვარ ეს ჩემი პირველი პოსტია ამის აღიარებიდან. -_”მივესალმოთ ლაშას”

:შეხვედრამდე ჯოჯოხეთში

ხელი ხელს

Tags

, , , , , , , , , , , , , ,

AA024A

მთელი ცხოვრება მაჯერებდნენ, რომ ხალხი ბევრ კატეგორიად იყოფა: ლამაზი, მახინჯი, საღი გონების პატრონი,  შეზღუდული შესაძლებლობების, ნორმალური, არანორმალური და ა.შ. ყველა მხრიდან გვიტევს ხალხის რაღაცა ნიშნით გამორჩევისა და დისკრიმინაციის, ზოგჯერ პოზიტიური დისკრიმინაციის მცდელობები. გინდა თუ არა, ეს მაინც ილექება შენში, რაც არ უნდა ეცადო, მაინც განსხვავებულ ადამიანებს სხვანაირად უყურებ, სხვანაირად ყურებაზე საშინელი კი არაფერია, მათთვის, ვისაც დააჯერეს, რომ საზოგადოება იყოფა ორად, კარგებად და ცუდებად, და რომ სამწუხაროდ ისინი კარგ ნაწილში ვერ მოხვდნენ. სწორედ მსგავსი დამოკიდებულება, მაფიქრებს, რომ ადამიანებს ბავშვები მხოლოდ იმისთვის უნდათ, რომ გაერთონ, თავიანთი მოწყენილი ყოფა გაახალისონ, სათამაშებისთვის უკვე დიდები არიან, ბავშვი კი დიდების სათამაშოა. ეგოისტური საწყისებიდან გამოდის თითქმის ყველა, ან სრულიად ყველა, უნდათ რომ ვიღაცისთვის მნიშვნელოვანები იყვნენ, ვიღაცისთვის ავტორიტეტი, ვიღაცა ისე აღზარდონ როგორც თვითონ უნდათ, იმბრძანებლონ სანამ შეუძლიათ და ა.შ. თუმცა გაჩნდება თუ არა ბავშვი, რომელიც შედარებით რთული მოსავლელია ვიდრე ხილ-ფაფების რეკლამებში გამოყვანილი ბავშვები, ცდილობენ რომ თავიდან მოიშორონ. აბორტებზე, შერჩევით სქესსა და სხვადასხვა რაღაცებზე აღარაფერს ვიტყვი.  ჩნდება ბავშვი, ბავშვი ისეთი არაა, როგორიც მან შეუკვეთა, “ბრაკი” ჩამოუვიდა, ამით ვერ ითამაშებს, ამიტომაც მიჰყავს ინსტიტუციებში, სხვადასხვა ორგანიზაციებში, სადაც ასევე “ბრაკებად” აღიქვამენ ბავშვს, ბავშვებად, რომელთა მოკვლაც არ შეიძლება, მაგრამ ცხოვრების უფლებაც არ ააქვთ. Continue reading

დიეზიprayforparis

Tags

, , , , , ,

12239560_1326725414020367_3298301587094622879_n

მსოფლიოს იკონური შენობები, ბევრი ქალაქიდან, მათ შორის თეთრი სახლი და ემფაიერ სთეით ბილდინგი გაანათეს საფრანგეთის დროშის ფერებში. მაპატიეთ სკეპტიციზმი და დაუნახავობა, მაგრამ, ყველა დროშის ფერი აქვთ? და ყველა ქვეყანაში მომხდარი ტრაგედიისთვისაა მზად ეს განათებები?. 3 წუთში რომ აინთო იმ დროშის ფრად რომელ ქვეყანაშიც ტრაგედია მოხდა? :/ პლუს ამას, მეტი საქმე არ ააქვთ? ცუკერბერგის გუნდს კიდე, საფრანგეთის დროშის ფერი, რომ ედება უკვე ,პროფაილ სურათს, დრო რომ არ დახარჯოს ხალხმა თანაგრძნობის გამოხატვისას.

წამებში ხდება მარკეტინგი, ყველაფერი პროდუქტია. რელიგიაც, ტერორიზმიც, სოლიდარობაც, სიბრალულიც და ემპათიაც. #ილოცეარაყლე, ახლა დაიწყება ჭუჭუების დატოლება სახელმწიფოებს შორის, ვინ უფრო აღშფოთდა და ვინ უფრო მეტ ფულს გაიღებს. საქართველოს პრეზიდენტის და პრემიერის ცალცალკე სამძიმრის წერილიც კიდე მეორე ჭუჭუების დატოლება. რუსთავი2 ცალკე მოვლენაა. მთელი რეპორტაჟი იმაზე ააგო, რომ ქართველები არ არიან დაღუპულები, ეს დედააფეთქებული ფრანგი, ადამიანი არაა? და მოვალეობის მოხდის მიზნით გაკეთებული რეპორტაჟის შემდეგ ისევ მთავარი თემა რომ ურთმელიძეა :/ მოგიტყანთ პრიორიტეტები ❤ .

არ ვიზიარებ არავის ტრაგედიას. ეგოისტი და უგულო ვარ. ყველგან კვდება ვიღაცა, ყველგან რაღაცა ხდება. იქ, ვიღაცას წყალი არ ჰქონდა და მოკვდა, იქ ვიღაცა ამერიკამ მოკლა, იმის გამო, რომ მის ქვეყანაში ტერორისტები არიან. ვინ უფრო ჰუმანურია, ამის მტკიცებას გადავყვეთ სოციალურ ქსელებში და ის 200 კაცი გაცოცხლდება და ტერორიზმი აღმოიფხვრება. არავინ არაფერს გეკითხებათ ❤ არავინ არ ვართ დაცულები, ხვალ რომში ააფეთქებენ, და ამოწყვიტავენ იმ ბანგლადეშელი ტურისტების ხროვას. მერე თაიმ სქვერზე ფლეშმობის დროს. და ასე შემდეგ. არავინ არაფერს გეკითხებათ. თუმცა აშეარეთ იცვალეთ პროფაილ ფიქჩერები და ხალხი უფრო დაგაფასებთ, როგორც, ადამიანს, რომელსაც გული შესტკივა ვიღაცა ფრანგის სიკვდილზე და ლოცულობს მისთვის. ტერორისტებიც ლოცულობენ, თქვენზე მეტს!

არ ვიცი რა უნდა მოხდეს, რა უნდა ვქნა, ან ვქნათ, რომ რამე შეიცვალოს. ის კი ზუსტად ვიცი, რომ ჰაშტაგ ფრეიფორპარიზ ი არაფერს შეცვლის. ადრე ოპტიმისტი ვიყავი, მერე რეალისტი, ახლა პესიმისტი ვარ, ოღონდ ეს რეალისტური პესიმიზმია. ტრაკში ვართ და ვერ გაგვიგია, სანთელს ვანთებთ და ვფეთქდებით და ჩვენს გარშემო მყოფ ადამიანებს მძღნერში ვაგდებთ.

უსაქმურები ვართ. გვიხარია ტრაგედია, გვიხარია ის რომ რაღაცა ხდება. ჩვენი ადამიანობა ითხოვს სისხლს, მას ის სწყურია. მოწყენილობა დაგვღუპავს. ასე მგონია, ის ტერორისტებიც უსაქმურობისგან აფეთქებენ შენობებს და იკლავენ თავებს.

ამ დროს და არც სხვა დროს არავის ახსენდება პანკისი, ჩვენ ჩვენი ბომბები გვაქვს აქ, რომელსაც ვუყრუებთ და სირაქლემას პოზაში ვუყურებთ. დროის საკითხია მხოლოდ და მხოლოდ.

ჟესუისლაშა.

ხორცები თუ ჯარისკაცები

Tags

, , , , , ,

12177437_10205184448356251_1171765170_o

by:Tamar Mirianashvili

ამ ბოლო პერიოდში მშობლებიც კი ხვდებიან იმას რომ სავალდებულო სამხედრო სამსახური მარაზმია და სხვა არაფერი. უკვე არც კაცობად მიაჩნიათ, ის ფაქტი რომ ჯარში გაქვს ნამსახურები, უფრო მეტიც ხანდახან ბიჭის გაჩენა არ უნდათ, რათა მერე ამ არაადეკვატურ და უთანასწორო, ძალდატანებულ პირობებში მოუწიოს ცხოვრება.

უმეტესობა გოგო, ფიქრობს რომ ბიჭობა ძალიან ადვილია, და მთელი მისი ახალგაზრდობა თუ მერეც, სწუხს, რომ ბიჭად არ გაჩნდა. ასევეა ბიჭებშიც, ყველაზე ვერ დავდებ თავს, მაგრამ დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრი ფიქრობს, რომ გოგოობაა ადვილი, რომ არაფერი გევალება, პასუხისმგებლობა შეგიძლია მოიშორო მხრებიდან, და თუ არ იწვალე და ბევრი არ ისწავლე, გათხოვდები და კაცი გარჩენს, ეს ხომ ნორმაა.   Continue reading

ღერძი ვერ ავაგე ბიაფის შესაჯამებლად

ადამიანები უცნაური ხალხია. არ ვიცი როდის, ან რატომ დავიწყე მათზე დაკვირვება, მაგრამ ფაქტი, ფაქტია, რომ რაც არ უნდა მოხდეს, სადაც უნდა ვიყო, რა სიტუაციაშიც, ყველგან ვფიქრობ ადამიანებზე, და მათ მიერ გაკეთებულ ჟესტებსა თუ მიმიკებზე, თუ რას ნიშნავს ესა თუ ის, რატომ მოიქცა მაინცდამაინც ასე და არა ისე, როგორც ის სხვა პიროვნება, რომელსაც, მაგალითად, გუშინწინ ვაკვირდებოდი იმავე ტიპის სიტუაციაში. დამღლელია, ვერაფერს იტყვით, დამთრგუნველიც, და უმეტეს შემთხვევაში მარტოობისკენ მიგიძღვება და შენც მიჰყვები, იმიტომ რომ სხვანაირად მოსაწყენია. მოსაწყენ ყოფას კი მარტო ყოფა სჯობს.

(ერნესტ ჰემინგუეი)

დაწყევლილი ვარ, და რა ვქნა, სულ ახალი ხალხის გაცნობის მანიაკალური სურვილი მაქვს. ალბათ ძლიერი ვარ, ან-პირიქით, ზედმეტად სუსტი, რომ ვფიქრობ ვიღაცა ადამიანი ამოვწურე. იმდენს უთქვამს, რომ ადამიანი ამოუწურავია და სულ შეიძლება იკითხო და არ დამთავრდესო, რომ მეც მჯერა. ხო, ალბათ ზედმეტად სუსტი ვარ, მალე ვნებდები. ეს იქით იყოს და რაზეა ახლა საუბარი. წელს, კი უკვე ტვინი წავიღეთ ბლოგერებმა,( ჩემს თავს  ბლოგერს რომ ვუწოდებ უკვე, არ შეიმჩნიოთ) ბათუმის საერთაშორისო საავტორო კინოს ფესტივალით, ყველას ბოლო  პოსტი რომ ამ თემის ირგვლივ ტრიალებდა, მაგრამ რა ვქნათ, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მოვლენაა საქართველოსთვის, და კინოს მოყვარულებისთვის და ვერ გადავახტებოდით. Continue reading

Freak Show

ვიქტორ ჰიუგოს წიგნის, “კაცი რომელიც იცინის”, მიხედვით ძველად ყოფილა პროფესია კომპრაჩიკოსი, რაც თავის თავში მოიცავდა ბავშვების “მახინჯად” გაზრდას, იმ მოტივით რომ შემდეგ მათი “სიმახინჯის” გამო მეტი ფული გაეღო საზოგაოებას. ასე გაიზარდა გუიმპლენიც, წიგნის მთავარი გმირი. კომპრაჩიკოსები ბავშვებს პატარა გალიაში სვამდნენ, და წლობით ამყოფებდნენ იქ, რათა სხეული განვითარებულიყო არანორმატიულად. შემდეგ ხალხს ამაზე გული უჩუყდებოდა, ან ხალისობდა, ან ორივე. ნებისმიერ შემთხვევაში მეტი შემოსავალი “მახინჯებს”. ჩვეულებრივი ბიზნესი.

გუიმპლენის პერსონაჟი

საქართველოს მათხოვრების შემხედვარე, გონივრული ეჭვი მაქვს, რომ ეს პროფესია ისევ არსებობს. სადგურის მოედნის მეტროში გავლა ხომ ერთგვარი “Freak show”ა.  ალბათ ყველას შეგიმჩნევიათ,მხედველობა დაქვეითებულნი, უხელოები, უკბილოები, რაღაცნაირ ხელებიანები, რომლებიც სპეციალურად იშიშვლებენ თავიანთ “სიმახინჯეს”. კბილების დეფექტიანი ქალი, რომელიც სპეციალურად პირ ღია ბღავის, განა პირის დამუწვა არ შეუძლია?! ლამის მგონია, შოუს ბილეთი მხოლოდ 20 თეთრი ღირს, შედიხარ და ყოველ ორ ნაბიჯში შოუა. ყველაზე გამაღიზიანებელი კი ისაა, ხალხი ამ შოუს გამო რომ ფულს იხდის. ეს ხომ ერთგვარი წახალისებაა სიმახინჯის. ფსიქოლოგიურ სიღრმეებში ვერ ჩავალ, რა თქმა უნდა, მაგრამ ცოტა ლოგიკა, ცოტა არითმეტიკა, ცოტა დაკვირვება და მარტივია იმის Continue reading