წაიკითხე წიგნები და უკეთესად იქნებიო. გარითმეს. რამდენი კოგნიტური დისონანსი შეიძლება დაგემართოს ამ ლოზუნგის გამო. იმას რომ თავი დავანებოთ რა კომპანიის კამპანიის ნაწილია ეს სიტყვები, ამის გარეშე-ცალკეც სრულიად დამაბნეველი და ურთიერთგამომრიცხავი არგუმენტების მოყვანა შეიძლება, ერთი შეხედვით უწყინარი და ძალიან მოტივაციით სავსე წინადადების წაკითხვისა და გაანალიზების შემდეგ.
წიგნები წაიკითხეო, უკეთესად იქნებიო. სასაცილოა, არა? ანუ, რატომ ვიქნები უკეთესად? უკეთესად ყოფნა რას ნიშნავს? იმის გაანალიზებას ხომ არა რომ მონობა ცუდია? თუ იმის გაანალიზებას, რომ იმის მიუხედავად ბევრი წიგნი გაქვს წაკითხული თუ ცოტა, მაინც იმ მძღნერში ზიხარ, რომელშიც უწიგნური იჯდებოდი. ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ ახლა ხვდები მძღნერში რომ ზიხარ, სუნიც გაწუხებს, და გემოც, იმასაც ხედავ როგორ გაჯვამენ, ყოველ დღე, ყოველ წუთს. მძღნერების დიფერენციაცია გაქვს ნასწავლი, იმდენი წიგნი გაქვს წაკითხული, რომ მძღნერების ექსპერტი ხარ მაგრამ ამის მიუხედავად მაინც ზიხარ და მოთმენით ელი ახალ პარტიას. პარტია კიდე არ აგვიანებს, არასდროს. უი, პარტიაზე გამახსენდა გირჩსაც ფაღარათი აქვს მგონი პლანი შლისო კუჭს. პრიორიტეტებში შეკრულობაა. Continue reading