ფემინისტი ხარ?! ეს შენ გეხება ^^

Tags

, , , , , , , , , , ,

Feminism is a range of movements and ideologies that share a common goal: to define, establish, and achieve equal political, economic, cultural, personal, and social rights for women.

მანიკურიანი მუშტი

რამდენიმე ხნის წინ დაიწყო კამპანია, თუ რაღაც მსგავსი, იმის მოთხოვნით, რომ პარლამენტში “ქალებისა” და “მამაკაცების” რაოდენობა გათანაბრდეს. რა ვქნა და ამას პოზიტიურ დისკრიმინაციად აღვიქვამ. “აქტივისტები” არც “კაცების” უუნარობაზე წუხან, არც მათ უგუნურებაზე, არც მიკერძოებულობაზე და ა.შ. ან თუ წუხან ამას მათ “კაცობას” უკავშირებენ. ისინი წუხან მხოლოდ იმის გამო რომ ისინი “კაცები” არიან და რომ მათი რაოდენობა მთავრობასა და პარლამენტში გაცილებით აღემატება “ქალებისას”.

იდება არგუმენტები, მსგავსად შემდეგისა: “ბრიტანელმა მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ  ბლა ბლა ბლა , ქალები უკეთ ახერხებენ ბლა ბლა ბლა, ვიდრე კაცები, და ამიტომ ქალთა პროცენტული წილი უნდა გაიზარდოს ბლა ბლა ბლა.” Continue reading

Advertisements

ნასტასია კინსკი ბათუმში

Tags

, , , , , , , , ,

ბათუმის კინოფესტივალის ფარგლებში, ემოციები იმდენად ამერია რომ სავარაუდოდ, ჩემი ყველა პოსტი ცოტა აბდაუბდად შეიძლება მოგეჩვენოთ, მაგრამ რას ვიზამთ.12019103_10205044587339813_440186257_o

ცოდვა გამხელილი სჯობს და ნასტასია კინსკის არ ვიცნობდი და არც მისი შესრულებული როლები მინახავს, სირცხვილის უეცარმა ტალღამ მაშინ დამარტყა, როცა გავიგე ბიაფის ფარგლებში აპირებდა ჩამოსვლას. ამან ძალინ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, ჩემს სანაცნობო წრეში, სიხარული და აღფრთოვანება. ამიტომ მის შესახებ მოვძებნე ინფორმაციები, ვუყურე ფილმს მისი მონაწილეობით და შემიყვარდა.

პრესკონფერენცია დაგვიანებით დაიწყო, იმიტომ რომ ნასტასია რაღაცაზე ყოფილა აღელვებული, “ვარკვლავების” აღელვება კი მოგეხსენებათ როგორიცაა ხოლმე. პანიკები, კანკალი, ნერვიული შეტევები, ფოტოგრაფებთან “გაჭედვები”, ფოტო არ გადამიღოს სტილში. იყო კომენტარები, რომ ოთარი რაღაცაში მართალი ყოფილა, როცა თქვა რომ მსახიობები არიან პირუტყვები. Continue reading

რატომ ტოვებს ხალხი დარბაზს?

Tags

, ,

BIAFFის გამო, ბათუმი ძალიან გამოცოცხლებულია, ბათუმელებს აშკარად ეტყობათ სიხარული. ისინი ბედნიერები არიან, რომ ამ დონის რაღაცა ტარდება ქალაქში. თითქმის ყველა ფილმზე ანშლაგია, საღამოს კი ძალიან ბევრი მსურველი ვერ ახერხებს შემოსვლას, დარბაზის სიმცირის გამო. მაგრამ რამდენიმე ფილმის დაწყებიდან, მაქსიმუმ ნახევარ საათში დარბაზი განახევრდა.

ხალხში გავარდა ხმა, რომ “სექსებიანი ფილმი” უნდა გასულიყო, ვერ აღგიწერთ რა ხდებოდა დარბაზში, ერთმანეთს ახტებოდა ხალხი, ოღონდ მოეხერხებინათ “სექსების” დიდ ეკრანზე ნახვა. ფილმში იმაზე დახუნძლული ოდენობით იყო სიშიშვლე, ვინდრე ვინმე მოელოდა ამას, შუა ფილმში უკან რომ გამოვიხედე, დარბაზში კანტიკუნტად იჯდა მაყურებელი. ვერ გაუძლეს ამდენს? შერცხვათ? არ ვიცი, არ მიკითხავს მათთვის. ალბათ, ეს მათთვის მიუღებლად აღიქვეს, როგორც ყველაფერ მიუჩვეველს ვიღებთ ხოლმე.

vf_affiche_film_gaspar_no___1381

ფილმი, მართლაც რომ უზომოდ დაჯეჯგვილია სექსით Continue reading

back to black

Tags

, , , , , , , , , , , , ,

amy_webადამიანებმა ყველაფრისგან უნდა ისწავლონ რაღაცა ახალი. სრული მარაზმიდან, სრული სისულელედან შეიძება ისეთის გაგება, რაც გაგზრდის, რაზეც დაფიქრდები, მთავარია ნება გქონდეს, და სურვილი იმისა, რომ რაღაცა დაამატო იმ სახლს, რომელსაც შენი ტვინი დაბადებიდან აწმყომდე აშენებს, ძლივსვძლივობით.

ალბათ უკვე იცით, მაგრამ მაინც გაგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ოთარ იოსელიანს შევხვდით BIAFF ის ფარგლებში. ოთარი 81 წლისაა. Continue reading

Behind and in front of the Movie ( #BIAFF )

Tags

, , , , , , , , , , , , ,

DSC0597asa7-2ორიოდე წლის წინ, სრულიად შეიცვალა, ჩემი ფილმებისადმი დამოკიდებულება. მას შემდეგ რაც თავად მომიწია იმ ორომტრიალსა და ალიაქოთში ჩაბმა, რასაც ფილმის გადაღება ჰქვია. ეს ის დროა, ჩემმა მეგობარმა ფილმში გადაღება რომ შემომთავაზა. გადაღებები არც ისე დიდხანს გრძელდებოდა, ალბათ, როგორც ყველა მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმის გადაღება, თუმცა , ეს პერიოდი საკმარისი აღმოჩნდა, იმისთვის, რომ გაცილებით ნაკლები სიამოვნებით მეყურებინა მას შემდეგ ფილმებისთვის. მას მერე ფილმს ვუყურებ როგორც ძალიან დიდი შრომის შედეგს, ყველაფერს აღვიქვამ, ესა თუ ის კადრი რომ ჩვენამდე მოეტანათ რისი გაკეთება უწევდათ, რამდენი დუბლი, რამდენი ადამიანი დგას ამ დროს კადრს მიღმა, ერთი და იგივე კადრის უამრავჯერ გადაღება, მათ შორის სხვადასხვა რაკურსით, მერე მონტაჟი, და ვუალა, იდება კადრები, თითქოს ყველა კუთხიდან უყურებ სცენას. ალბათ სხვები ამას ადრეც ხვდებოდნენ და არ დასჭირვებიათ, უშუალოდ, ფილმის გადაღებებზე ყოფნა, მაგრამ მე დამჭირდა. Continue reading

“ფილმები არ უნდა იყოს კომერციული”?! ( BIAFF )

Tags

, , , , , , , , ,

DSC05994

“ფილმები არ უნდა იყოს კომერციული” (c) ოთარ იოსელიანი

საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა.

ბათუმი-სიცხე-წვიმა-ფილმები-დაჯილდოება-ხალხის გაცნობა, თუ ძველ ნაცნობებთან საუბარი, რომლებსაც მხოლოდ მსგავს ღონისძიებებზე ნახულობ-პრეზენტაცია-აპლოდისმენტები-მოწვეული სტუმრები-მღელვარება-მოლოდინი-ემოციები-ოთარ იოსელიანი.

DSC05995

ოთარ იოსელიანი ბიაფის გახსნაზე

DSC05996

ოთარ იოსელიანი ბიაფის გახსნაზე

DSC05983

კინოში, განსაკუთრებული წვლილის შემტანი ქალი, (პოლონელი)

არ ვიცი, სახეების, ემოციების კითხვა იმ დონეზე, რომ თავს ვდებდე რაღაც-რარაცებზე, თუმცა ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ნაწყენი იყო, მისი ფილმის, “ზამთრის სიმღერის”, დაწყებამდე, რომელიც ხსნიდა ფესტივალს, კინოში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის პრიზი პოლონელ მსახიობს გადაეცა. თითქოს დაენანა ის აპლოდისმენტები, რომელიც ამას მოჰყვა, თითქოს მეორე პლანზე გადავიდა მისი ფილმი. მაგრამ ეს მხოლოდ ჩემი ფიქრებია.

სანამ ბატონი ოთარი წარადგენდა თავის ფილმს Continue reading

გამოღვიძება

მძინარე ქალაქში მძინარე ქალმა გამოფხიზლებით თავი დაიხსნა
მოხდა საოცრება და სამყარო შავ-თეთრზე ოდნავ ფერადად აღიქვა.
გადაქცეოდა მძინარეობა გზადაგზა თავის მოკვლის სურვილად
და მოუნდა დაეძინა სიზმარში რომელიც სულს უშრობდა წყურვილად.
მან დაიძინა და გამოფხიზლდა სველ ქვიშასა Continue reading

Florence, Trip to remember

Tags

, , , , , , ,

DSC05243

პონტე ვეკიო, აისი

ერთხელ, ერთ საინტერესო “stand up” ს ვუსმენდი, და ახალგაზრდა ბიჭმა თქვა, რომ ყველა მოგზაურობა კარგია, რომ არის მხოლოდ ორი ვარიანტი, ან ძალიან კარგად დაისვენებ, ან ძალიან კარგი ისტორია გექნება, ორივე შემთხვევაში მოგებულები ვართ.

დიდი ხანი ვიკავე თავი, ბევრჯერ გადავდე ამ თემაზე წერა, თუ საუბარი, თუმცა, ვთვლი, რომ აუცილებელია ეს დავწერო, არავის ააქვს ისეთი მეხსიერება რომ წლებს, დანაკლისის გარეშე გაუძლოს, და იმ მიზენით, რომ მომავალში, არ მინდა ჩემივე ისტორია,  “გაფუჭებულ ტელეფონს “დაემსგავსოს, სანამ დეტალებში მახსოვს ყველაფერი, აქვე დავფრქვავ.

იტალიური არდადეგების, მესამე თუ მეოთხე დღეა, რომმა, თავისი უსუსური სიდიადით, ამოწურა თავისი თავი, ჩვენში, რიგში ფლორენცია იდგა. 3 მეგობარი ვართ, ფლორენცია ჩემი იდეა იყო, რამეთუ არქიტექტურის ისტორიის ლექციებზე, ყველაზე დასამახსოვრებელი, იტალიის ქალაქებიდან, რატომღაც, ის აღმოჩნდა.

ჩვენც წავედით, გვიან, დაახლოებით ღამის პირველ საათზე, სადგურზე ვიყავით. არის მომენტები, როცა საერთოდ ვერ ხვდები რა ქნა. იმდენად ცარიელი იყო, იმდენად არაფრის მთქმელ გაჩერებაზე ჩამოვედით, რომ ნახევარი საათი უაზროდ დგომაში გავატარეთ. თუმცა, მალევე გამოვერკვიეთ, და სწორ გზას დავადექით. ისეთი პატარაა ფლორენცია, ფეხით, ნახევარ საათში, ქალაქის მეორე ბოლოში ვიყავით. DSC05453

სახლს, ადვილად მივაგენით, თუმცა კარი არავინ გაგვიღო. რაღაცნაირად დავრეკეთ მეპატრონესთან, და მიზეზი, დაახლოებით, ასე ჟღერდა, რომ გვიანია და ხვალ დილამდე მოგვეცადა. სასაცილო იყო, თუმცა Continue reading

BIAFF is waiting for us

Tags

, , , , ,

ბიაფBIAFF (ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი)

უკვე დიდი ხანია, ბიაფის შესახებ მაქვს გაგონილი, ბევრი ლაპარაკობს, მასზე, როგორც საუკეთესო კინოფესტივალზე საქართველოში, იმ გუნდზე, რომელიც უმცირესი ბიუჯეტით ახერხებს, იმას, რომ შედგეს და დასამახსოვრებელი გახდეს ყოველი წელი, კინომანებისთვის. გუნდი, რომელიც ახერხებს, ჟანრში საუკეთესო ფილმების ჩვენებას, კონკურსში, თუ კონკურს გარეთ, მოწვეული სტუმრები, რომლების ნახვაც სიზმარშიც არ წარმოუდგენია ბევრ მოკვდავს, იმ ფილმების დიდ ეკრანზე ხილვის ბედნიერება, რომლებსაც კომერციული კინო-თეატრები, არასდროს გაუშვებდნენ, რადგანაც “არამომგებიანია”.

არასდროს მომცემია იმის შანსი, რომ დავსწრებოდი ფესტივალს, ვყოფილიყავი დღესასწაულის ერთ-ერთი მონაწილე. ზოგჯერ, ინფორმაციის არ არსებობის გამო, ზოგჯერ-მოუცლელობის და ა.შ. მაგრამ BIAFF ს, წელს, 10 წლის იუბილე აქვს, და მგონი, პლანეტები ჩამწკრივდნენ, იმის გამო, რომ ჩემთვის, ყველანაირი პირობა შეექმნათ, ფესტივალის არ გამოტოვებისთვის. Continue reading

Rome (ტურისტული ქალაქები და ამაზრზენი ტურისტები)

Tags

, , , , , , ,

handsdiromaსულ მიკვირდა, რატომ ვერ იტანდნენ ტურისტებს, იმ ქალაქის მაცხოვრებლები , რომლებშიც ყველაზე მეტი ტურისტი ჩადის. ჩემი წარმოსახვით, ტურისტი არის ფულის წყარო, განვითარების ახალი ეტაპისთვის აუცილებელი გზა, და ამისთვის მაცხოვრებლები მადლიერნი უნდა იყვნენ. მიუხედავად ამისა, ისინი მაინც უკმაყოფილონი არიან, იმით რომ მათ ქალაქში, ძალიან ბევრი ვიზიტორია.

რა არის ტურისტი? ტურისტია ადამიანი ან ვინმე სხვა, რომელიც სხვა ქვეყანაში ჩადის, დასათვალიერებლად, ფულის დასახარჯად და ა.შ.  არსებობს რამდენიმე სახის ტურისტი. ვისაც მართლა აინტერესებს სხვა ქვეყნის ნაირფეროვნება, ვისაც უბრალოდ უთხრეს, რომ სხვა ქვეყანაში წასვლა, „კარგ ტონად“ ითვლება და დასაჩექინებლად ჩადის, რომ ხალხს ანახოს, ის, რომ მას ბვერი რამე აქვს ნანახი. ჩემი დაკვირვებით, კულტურის გასაცნობად , ძალიან ცოტა ადამიანი ტოვებს საზღვარს და შორეულ ქვეყანაში მიდის. Continue reading