Tags

, , , , , ,

12239560_1326725414020367_3298301587094622879_n

მსოფლიოს იკონური შენობები, ბევრი ქალაქიდან, მათ შორის თეთრი სახლი და ემფაიერ სთეით ბილდინგი გაანათეს საფრანგეთის დროშის ფერებში. მაპატიეთ სკეპტიციზმი და დაუნახავობა, მაგრამ, ყველა დროშის ფერი აქვთ? და ყველა ქვეყანაში მომხდარი ტრაგედიისთვისაა მზად ეს განათებები?. 3 წუთში რომ აინთო იმ დროშის ფრად რომელ ქვეყანაშიც ტრაგედია მოხდა? :/ პლუს ამას, მეტი საქმე არ ააქვთ? ცუკერბერგის გუნდს კიდე, საფრანგეთის დროშის ფერი, რომ ედება უკვე ,პროფაილ სურათს, დრო რომ არ დახარჯოს ხალხმა თანაგრძნობის გამოხატვისას.

წამებში ხდება მარკეტინგი, ყველაფერი პროდუქტია. რელიგიაც, ტერორიზმიც, სოლიდარობაც, სიბრალულიც და ემპათიაც. #ილოცეარაყლე, ახლა დაიწყება ჭუჭუების დატოლება სახელმწიფოებს შორის, ვინ უფრო აღშფოთდა და ვინ უფრო მეტ ფულს გაიღებს. საქართველოს პრეზიდენტის და პრემიერის ცალცალკე სამძიმრის წერილიც კიდე მეორე ჭუჭუების დატოლება. რუსთავი2 ცალკე მოვლენაა. მთელი რეპორტაჟი იმაზე ააგო, რომ ქართველები არ არიან დაღუპულები, ეს დედააფეთქებული ფრანგი, ადამიანი არაა? და მოვალეობის მოხდის მიზნით გაკეთებული რეპორტაჟის შემდეგ ისევ მთავარი თემა რომ ურთმელიძეა :/ მოგიტყანთ პრიორიტეტები ❤ .

არ ვიზიარებ არავის ტრაგედიას. ეგოისტი და უგულო ვარ. ყველგან კვდება ვიღაცა, ყველგან რაღაცა ხდება. იქ, ვიღაცას წყალი არ ჰქონდა და მოკვდა, იქ ვიღაცა ამერიკამ მოკლა, იმის გამო, რომ მის ქვეყანაში ტერორისტები არიან. ვინ უფრო ჰუმანურია, ამის მტკიცებას გადავყვეთ სოციალურ ქსელებში და ის 200 კაცი გაცოცხლდება და ტერორიზმი აღმოიფხვრება. არავინ არაფერს გეკითხებათ ❤ არავინ არ ვართ დაცულები, ხვალ რომში ააფეთქებენ, და ამოწყვიტავენ იმ ბანგლადეშელი ტურისტების ხროვას. მერე თაიმ სქვერზე ფლეშმობის დროს. და ასე შემდეგ. არავინ არაფერს გეკითხებათ. თუმცა აშეარეთ იცვალეთ პროფაილ ფიქჩერები და ხალხი უფრო დაგაფასებთ, როგორც, ადამიანს, რომელსაც გული შესტკივა ვიღაცა ფრანგის სიკვდილზე და ლოცულობს მისთვის. ტერორისტებიც ლოცულობენ, თქვენზე მეტს!

არ ვიცი რა უნდა მოხდეს, რა უნდა ვქნა, ან ვქნათ, რომ რამე შეიცვალოს. ის კი ზუსტად ვიცი, რომ ჰაშტაგ ფრეიფორპარიზ ი არაფერს შეცვლის. ადრე ოპტიმისტი ვიყავი, მერე რეალისტი, ახლა პესიმისტი ვარ, ოღონდ ეს რეალისტური პესიმიზმია. ტრაკში ვართ და ვერ გაგვიგია, სანთელს ვანთებთ და ვფეთქდებით და ჩვენს გარშემო მყოფ ადამიანებს მძღნერში ვაგდებთ.

უსაქმურები ვართ. გვიხარია ტრაგედია, გვიხარია ის რომ რაღაცა ხდება. ჩვენი ადამიანობა ითხოვს სისხლს, მას ის სწყურია. მოწყენილობა დაგვღუპავს. ასე მგონია, ის ტერორისტებიც უსაქმურობისგან აფეთქებენ შენობებს და იკლავენ თავებს.

ამ დროს და არც სხვა დროს არავის ახსენდება პანკისი, ჩვენ ჩვენი ბომბები გვაქვს აქ, რომელსაც ვუყრუებთ და სირაქლემას პოზაში ვუყურებთ. დროის საკითხია მხოლოდ და მხოლოდ.

ჟესუისლაშა.

Advertisements