Tags

, , , , , ,

12177437_10205184448356251_1171765170_o

by:Tamar Mirianashvili

ამ ბოლო პერიოდში მშობლებიც კი ხვდებიან იმას რომ სავალდებულო სამხედრო სამსახური მარაზმია და სხვა არაფერი. უკვე არც კაცობად მიაჩნიათ, ის ფაქტი რომ ჯარში გაქვს ნამსახურები, უფრო მეტიც ხანდახან ბიჭის გაჩენა არ უნდათ, რათა მერე ამ არაადეკვატურ და უთანასწორო, ძალდატანებულ პირობებში მოუწიოს ცხოვრება.

უმეტესობა გოგო, ფიქრობს რომ ბიჭობა ძალიან ადვილია, და მთელი მისი ახალგაზრდობა თუ მერეც, სწუხს, რომ ბიჭად არ გაჩნდა. ასევეა ბიჭებშიც, ყველაზე ვერ დავდებ თავს, მაგრამ დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრი ფიქრობს, რომ გოგოობაა ადვილი, რომ არაფერი გევალება, პასუხისმგებლობა შეგიძლია მოიშორო მხრებიდან, და თუ არ იწვალე და ბევრი არ ისწავლე, გათხოვდები და კაცი გარჩენს, ეს ხომ ნორმაა.  

რაშია საქმე, მთელი შეგნებული ცხოვრება მეშინია ჯარის, მემგონი ჩაბარება იმიტომ კი არ გამიხარდა რომ მოვეწყე და გავნათლდები, არამედ იმიტომ რომ სახელმწიფო რაღაცას არ მაიძულებს, თუ ვსწავლობ. თან ეს ტაბუირებული თემა, არავინ არაფერი იცის ჯარის შესახებ, სრული განუკითხაობა, კითხვებზე არავინ გცემს პასუხს, ფაქტობრივად ჭურში ზიხარ, და ხანდახან სხვადასხვა პიროვნებისგან მოყოლილი ისტორიებიდან, რაღაცა საერთო სურათის დახატვას ცდილობ, მაგრამ არ გამოდის, იმიტომ რომ მერე ვიღაც სხვა სრულიად საპირისპიროს გეტყვის, შენ კიდე ვეღარ ხვდები რომელს დაუჯერო, რადგანაც იცი რომ ადამიანები იტყუებიან.

შარშან ორი საგანი დავიტოვე იმის გამო რომ კიდევ ერთი წელი სტუდენტის სტატუსი მქონოდა. წელს ვეღარაფერი მოვახერხე, ხოდა მომივიდა გაწვევა. 10 ოოქტომბრამდე უნდა გამოვცხადებულიყავი გამგეობაში. გამოვცხადდი 8 ოქტომბერს, სტანდარტული კითხვები დამისვა, კომისრის ვიღაცამ და მეორე დღეს დამიბარა სამედიცინო შემოწმებაზე. გათენდა მეორე დღე, მივედი 10 საათზე , როგორც კომისრის ვიღაცამ მითხრა. დაახლოებით 20-30 ბიჭი იყო. სია ამოიკითხეს, რასაც 1 საათი მოანდომეს. შემდეგ სათითაოდ შეჰყავდათ ბავშვები, რა თქმა უნდა ანბანის მიხედვით, (ყინავდა, მე კი ცერცვაძე ვარ). მე რატომღაც მგონია რომ სამედიცინო შემოწმებაზე შეჰყავთ ბიჭები, დაახლოებით 12:30 ზე მოუწია ჩემმა რიგმა, შევედი და მითხრეს, რომ დიღომში უნდა წავიდე შემოწმებაზე და გამომიშვეს. და სახეზე ღიმილი ვერ მოვიშორე, 3 საათი ვიდექი ყინვაში მხოლოდ იმის გამო რომ ეთქვათ დიღომშია შემოწმებაო, ყველას ასე უთხრეს, ალბათ ჯერ არ იციან რომ ჯგუფურად გამოცხადებაც გამოიგონა ჯორდანო ბრუნომ. იდიოტები. მეც რა თქმა უნდა არაფერი მითქვამს, კომისარმა აღნიშნა რომ “მიყურებს და სახსალამათი ბიჭი ვარ” და წავედი დიღომში. დათქმულ პირველ საათზე იქ ვიყავი. რა თქმა უნდა იქ 1 საათი კიდე ველოდეთ, სანამ ის კომისარი, რომელმაც აქეთ გამოგვიშვა, დაგვწეოდა. და 2 საათზე ვაკე შევიდა შესამოწმებლად.  აქვე აღსანიშნავი ფაქტია, ის, რომ მთელი საქართველოდან წვევანდელებს თბილისის პუნქტში ამოწმებენ, ჩვენ წინ ზუგდიდი და ფოთი იყო, ხალხი, რომელიც ჩასხეს ავტობუსებში ფოთიდან ჩამოიტანეს შეყარეს შესამოწმებლად( წარმოიდგინეთ 50 “კაცი”, 4 საათი ნამგზავრი, დაუბანელი, სუნიანი, აყროლებული, ვის მერეც შევედით ჩვენ) მე უკვე მესმის ებრაელების.

კომისრის მოადგილე ბულკი კაცი იყო, მისი უფროსისგან განსხვავებით. ყველგან დაგვყვებოდა კომისარი და ექიმებს “ზედამხედველობდა”, რამე ისე არ გაეპარებინათ, და ზედმეტი შემოსავლის წყარო არ მოკლებოდა ქართულ არმიას თუ სახელმწიფოს მაღალჩინოსნებს. თითო “დაბრაკული” ბავშვი ხომ დანაკლისია “საქართველოს არმიისთვის”, თუ ვარგისია და წასვლა არ უნდა გადაიხდის 2000 ლარს, თუ წავა კიდე ჩვენ მხოლოდ 80 ლარს გადავუხდით, იმ 500ის ნაცვლად რაც, ჩვეულებრივ ეკუთვნით, დაცვად მომუშავე ხალხს. არანაირი კონფიდენციალურობა( ჰიპოკრატე ვინაა?), იმის მიუხედავად რომ ბულკმა მოადგილემ, პირველ დღეს მითხრა,მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი ექიმების მიერ იქნება შემოწმებაო. შენც არ მომიკვდე. ლამის კომისარი გვამოწმებდა. (რომ მიყურებს სახსალამათი ბიჭი ვარ)

მხოლოდ რამდენიმე წვევამდელმა “იკაცა”, დანარჩენები ყველაფერს აკეთებდნენ, რომ “დაბრაკულიყვნენ”, მომენტი, როცა უბედური ხარ რომ ჯანმრთელი ხარ. “აუ, როგორ გაგიმართლა რომ ბავშვობაში მდუღარე გადაგესხა და ახლა ტანზე კანი აღარ გაქვს”, “რა ბედნიერი ხარ რომ ბრტყელი ტერფი გაქვს და მთელი ცხოვრება სიარული გიჭირს”, რა ბედნიერი ხარ რომ არცერთი ორგანო არ გივარგა” “ასთმა” აივი” “ჰეპატიტი” და ა.შ. ისეთი ბედნიერები იყვნენ ისინი, რომლებიც ჯანმრთელები არ იყვნენ, ვერ აღგიწერთ.

შევედით თერაპევთთან, ყველა ერთად. ექიმებმა გაოცებისგან ემოცია ვერ დამალეს და გვკითხეს, ასეთი კარგები საიდან ხართო (არაფერი განსაკუთრებული, ტიპური ქართველი ბავშვები), ხალხმა ვაკე შესძახა, იმათმაც მაშინ გასაგებიაო, “სოფლელები” არ ვყოფილვართ. არავინ არაფერს გვეუბნება, რომელი ექიმი რას წარმოადგენს, სად ზის, გაგვხადეს, გაგვყინეს იმ ოთახში, სადაც მართლა მეგონა ცეცხლს თუ ავანთებდი აფეთქდებოდა, ჭუჭყიანი საცვლების და ნასკებისგან გამოსული გაზის დახმარებით. გამწოვი? გამწოვზე ბოდიში, ნასკები? ნასკები რამდენიც გინდა. მერე ქირურგთან შევედით, ექიმებს თავიანთი პროფესია ამოსული აქვთ ყელში, მაგრამ რა ჩემი ბრალია. შევედით და ვიღაცები აღარ დაეტივნენ, ამის გამო გაბრაზებული ჯანმრთელობის სადარაჯოზე მდგომი ექიმი, მდედრი, ფრაზით “ესენი ხომ დებილები არიან” ადგა და ხელის მოკიდებით შემოჭეჭყა გახდილი ბავშვები. უბედურია ის ქალი, რა თქმა უნდა. ვითომ შეგვამოწმეს, დაგვატრიალეს, აღმოჩნდა რომ ქირურგის კაბინეტი და დერმატოლოგის ერთი ოთახი იყო, შემდეგ შიდა კარებით სხვადასხვა ოთახში გადავყავდით, რა თქმა უნდა შიგნიდან კაბინეტს არ ეწერა რისი ექიმი იყო ამიტომ არ იცოდი რა დაავადება ვისთვის გეთქვა, არც არაფერს ამბობდი. ხო ყელ-ყურ-ცხვირი მეჩხუბა იმის გამო რომ ფრონტიტი თუ გქონდა რატომ არ მოიტანე სურათიო, მე ვუთხარი არ ვიცოდი თუ უნდა მომეტანათქო და ნუ ყვირითთქო, იმან რანაირად არ იცოდიო, მე არსად არ წერიათქო, იმან ხო კაიო, და გამიშვა დაბლა რენტგენის გადასაღებად. არ ვიცი ასე უცბათ როგორ იღებენ რენტგენს, ჩვეულებრივ კლინიკაში 10 წუთი მაინც უნდა ხოლმე, აქ 3 წამში გადაღებული ჰქონდათ, ტურტლიან აგრეგატზე მიმადებინეს პირი #დდშვც. მაგრამ რა გინდა თქვა, რამე არ მოეწონებათ და ისინი წყვეტენ შენს ბედს, ცუდად მოიქცევი და ცუდად მოგექცევიან. სანიტარია რა ხილია?

ჩვენთვის ტუალეტი ეზოში იყო. ამის გაგებაზე იმდენი ხანი ვიცინოდი ვერ აღგიწერთ, არ ვიცი რატომ, ალბათ მეგონა რომ ეზოში ხისთვის უნდა მიგვეფსა. ისეთი ტონით თქვა “ექიმმა” რომ არაა გასაკვირი ასე მგონებოდა.

მოკლედ, 6 საათი შემოწმებებზე დავდიოდით ერთ შენობაში, სადაც ყველაფერი იყო, ან ამბობდნენ რომ იყო. რაღაცა პადვლებში ჩავდიოდით, ოთახები ერთმანეთშ გადიოდა, საშინელებათა ჟანრის ყველა ასპექტს პასუხობდა “შემოწმების ცერემონიალი”. თითქმის ყველა ექიმის კომპეტენციაში შემეპარა ეჭვი. მე დამბრაკეს, ფსიქოტერაპევტის ცნობამ გაჭრა და ფსიქიატრი დააფიქრა, მერე “მიჯიგრა” და დამბრაკეს, როგორც დედაჩემი იტყოდა “თვალი გახლავთო რა”.

თუ ხარ ბრტყელტერფიანი, ოღონდ მკვეთრად გამოხატული დარღვევით, ბედნიერი ხარ. თუ გაქვს ასთმა, თუ გაქვს ც ჰეპატიტი, თუ გაქვს აივი, თუ გაქვს ვენერიული დაავადებები, თუ გაქვს ბუასილი, ოღონდ გარე, შიდასი არ სჯერათ, თუ  მდუღარე გაქვთ ტანზე გადასხმული, თუ ზედმეტად მსუქანი ხართ, თუ ზედმეტად გამხდარი ხართ, თუ კანზე რაღაცა ლაქები გაქვს, თუ ხელები დასერილი გაქვთ (თუ არ გაქვთ, დაისერეთ და ისე მიდით), თუ ფრონტიტი და ჰაიმორიტი გაქვთ, თუ მალა გაკლიათ, თუ წნევა გაქვთ მაღალი ან დაბალი (წნევის წამალი დალიეთ, რომ აგივარდეთ წნევა და იქ რომ შეგამოწმებენ ანომალიური იქნებდა და დაგბრაკავენ), თუ  ყბა გაქვთ მონგრეული, თუ ფილტვების უკმარისობა გჭირთ,  თუ თუ თუ … ძალიან ბვევრი რამეა, რის გამოც შეიძლება ბედნიერად იგრძნოს კაცმა თავი.  უბრალოდ იცოდეთ, რომ თუ რამე გჭირთ, აიღეთ ცნობები და ბოლო ხმაზე იყვირეთ რომ ეგ გჭირთ, თორე არავინ კითხვას არ დაგისვამთ, თუ დაგისვამთ მაინც ვერ მიხვდებით რომ უნდა თქვათ ესა თუ ის. თორე თინას თუ ელოდეთ, აგერ, შენობაში კომისარი ცინიზმით ამბობდა, რომ უკვე 8 წელია სავალდებულო ჯარის სამსახურის გაუქმებას აპირებენო მაგრამ(ღიმილი)…

ვიყავი გამანაწილებელ პუნქტში, და ვუყურებდი ვინ იბრაკებოდა, ვინ არა, გასაჯიჯგნ ხორცებად აღგვიქვამდნენ, ყველას ფეხებზე ჰკიდიხარ, კაცი ხარ და უნდა ფული შეუტანო სახელმწიფოს, “დებილი” ხარ და მეტი შესაძლებლობა მაინც არ გაქვს. მერე ვუყურებდი ადამიანებს რომლებმაც ან ვერ მოახერხეს ან არ მოისურვეს დაბრაკვა, და შემეშინდა, მართლა ომი რომ დაიწყოს ამათ იმედზე მოგვიწევს ყოფნა, დასაჯიჯგნი ხორცები. არ დაბრაკეს მხოლოდ, ისინი რომლებიც საჭიროებისამებრ გადახტებიან თავისით, ძაღლების ხახაში. მართლაც რომ ,ყველა, ვინც ოდნავ მაინც აზროვნებს, ცდილობს რომ იმ ჯარში, რომელსაც დღემდე უდიერად და უსირცხვილოდ ჯარს უწოდებს მთავრობა, არ მოხვდეს, ეს კი არც სახელმწიფოს აწყობს, არც მე როგორც რიგით მოქალაქეს, რომელსაც სურს დაცულად იგრძნოს თავი. “ღმერთმა” ნუ ქნას რომ ომი დაიწყოს, თორემ გაგვედება თან ძალიან მწარედ.  იმიტომ რომ 1 წელი უბრალოდ სახელმწიფო სამსახურების დაცვად დგომა, ვერც რუსეთს აჯობებს და ვერც ვერავის, რომელიმე კუთხე რომ აჯანყდეს და დამოუკიდებლობა გვინდაო, იმას ვერ დავაშოშმინებთ, და ვერ მოვუგებთ.

ჯარი ვიცი მე წვრთნა, ვარჯიში, დისციპლინა. ჩვენი ჯარი კი მხოლოდ “დისციპლინის” გაკვეთილებს იძლევა, რომ უნდა იდგე არაფერი აკეთო, უნდა გადაპიარსო თავი, უნდა ჩუმად შეასრულო ყველა ბრძანება, უნდა უნდა უნდა. რატომ უნდა ეს არ იცი, მაგრამ კითხვა არ უნდა დასვა, ეს ხომ “დისციპლინაა”.

მე წავიდოდი ჯარში, მაგრამ იმ უაზრობაში, რომელსაც ჯარს ვუწოდებთ, და რომელიც მხოლოდ ფულის გაკეთებისა და “მოჟოშკვის” საშუალებაა, მე არ წავალ.

მუდამ თქვენი რიგითი ხორცი.

უი ხო, ის დამავიწყდა, ასე ამბობდნენ რიგითი ხორცები შემოწმებაზე, რომ თუ ჯარში არ გინდა მონასტერში უნდა წახვიდე და აღარ წაგიყვანენო. რამდენად მართალია ეს არ ვიცი მაგრამ, რომ არ მიკვირს, ეს უკვე თავისას ამბობს.

Advertisements