ადამიანები უცნაური ხალხია. არ ვიცი როდის, ან რატომ დავიწყე მათზე დაკვირვება, მაგრამ ფაქტი, ფაქტია, რომ რაც არ უნდა მოხდეს, სადაც უნდა ვიყო, რა სიტუაციაშიც, ყველგან ვფიქრობ ადამიანებზე, და მათ მიერ გაკეთებულ ჟესტებსა თუ მიმიკებზე, თუ რას ნიშნავს ესა თუ ის, რატომ მოიქცა მაინცდამაინც ასე და არა ისე, როგორც ის სხვა პიროვნება, რომელსაც, მაგალითად, გუშინწინ ვაკვირდებოდი იმავე ტიპის სიტუაციაში. დამღლელია, ვერაფერს იტყვით, დამთრგუნველიც, და უმეტეს შემთხვევაში მარტოობისკენ მიგიძღვება და შენც მიჰყვები, იმიტომ რომ სხვანაირად მოსაწყენია. მოსაწყენ ყოფას კი მარტო ყოფა სჯობს.

(ერნესტ ჰემინგუეი)

დაწყევლილი ვარ, და რა ვქნა, სულ ახალი ხალხის გაცნობის მანიაკალური სურვილი მაქვს. ალბათ ძლიერი ვარ, ან-პირიქით, ზედმეტად სუსტი, რომ ვფიქრობ ვიღაცა ადამიანი ამოვწურე. იმდენს უთქვამს, რომ ადამიანი ამოუწურავია და სულ შეიძლება იკითხო და არ დამთავრდესო, რომ მეც მჯერა. ხო, ალბათ ზედმეტად სუსტი ვარ, მალე ვნებდები. ეს იქით იყოს და რაზეა ახლა საუბარი. წელს, კი უკვე ტვინი წავიღეთ ბლოგერებმა,( ჩემს თავს  ბლოგერს რომ ვუწოდებ უკვე, არ შეიმჩნიოთ) ბათუმის საერთაშორისო საავტორო კინოს ფესტივალით, ყველას ბოლო  პოსტი რომ ამ თემის ირგვლივ ტრიალებდა, მაგრამ რა ვქნათ, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მოვლენაა საქართველოსთვის, და კინოს მოყვარულებისთვის და ვერ გადავახტებოდით.

ფესტივალი უკვე მეათედ ჩატარდა წელს, ჩემი ნაცნობი ბლოგერები უკვე მე4 თუ მე5 წელია პერმანენტულად დადიან ფესტივალზე, და ყოველწლიურად წერენ პოსტებს. მე წელს პირველად ვიყავი. გამიმართლა, საჭირო დროს საჭირო ადგილას, საჭირო ხალხი გავიცანი, საჭირო ხალხი, საჭირო ხალხს იცნობდა და და ასე შემდეგ ბევრი დამთხვევის თუ შემთხვევის გამო აღმოვჩნდი ბლოგერებთან ერთად. მეც მეტი რა მინდოდა, ახალი ხალხი, ახალი ემოციები, ახალი ფილმები, ახალ ფილმებში ახალი ხალხი, და N რაოდენობა ემოციებისა, და შეგრძნებებისა.  ფილმიც ხომ ადამიანებზეა, ის ფილმიც კი რომელიც ადამიანებზე არაა ადამიანებზეა, მე პირადად მაინც მათზე ვფიქრობ, როგორც ყველაზე რთულ ორგანიზმებზე, რომლებიც კადრს მიღმა დგანან. მოკლედ შარში ვარ რა.

რა მოხდა BIAFF ზე?

პირველივე დღეს გავიცანი დიტო და ომარი, ნუ ზურიუსსა და თამარასთან ერთად ჩავედი, კიდე გვყავდა ერთი ესტონელი სტუმარი, დიანა ერქვა მემგონი მაგრამ ელფი დავარქვით. (აქ ცალკე ყველას აღწერას ვაპირებდი, მაგრამ იყოს, მგონია რომ ოდესმე ბიაფ 2015ზე მყოფ ბლოგერებზე, ფილმს გადაიღებენ და იქ ყველა აღწერილი იქნება.)

ფესტივალი არ იყო იდეალური. თუმცა, რომეელ იდეალურ რაღაცას შეუძლია სამახსოვრო მომენტების დატოვება? პირველსავე დღეს ბათუმში შუქრი ჩაქრა, კინო ჩვენებიდან წამოვედით, სრულ უკუნითში გამოვიკვლიეთ გზა, და ბლოგერების ნავსაყუდელში შევიყუჟეთ, გვშიოდა. არც სანთელი გვქონდა და არც ლამფა, და თამარამ და თორნიკემ (თორნიკე ჩემი მეგობარია, რომელთან ერთადაც ვცხოვრობდი, და რომელიც სუ ჩვენთან ერთად იყო და ბევრ რამეში გვეხმარებოდა და ბევრ რამეში გვიადვილებდა ცხოვრებას ბათუმში) სადილი სრულ სიბნელეში გააწყეს, კი არაფერი ჩანდა, მაგრამ იგრძნობოდა რომ ლამაზად მორთული იყო კერძი. მერე ბევრი ვიცინეთ, ოთარი ვლანძღეთ, ზოგმა ვაქეთ, ზოგს ეძინა. მერე შუქი მოვიდა, მაგრამ იმ მოტივით, რომ ის ფილმი რომელის ყურებისასაც ჩაქრა შუქი, კერძოთ ოთარ იოსელიანის “ზამთრის სიმღერის” დროს, კიდე გაუშვებდნენ სხვა დროს, აღარ დავბრუნდით დარბაზში და ერთმანეთის გაცნობაში გავიყვანეთ დრო, ისედაც სწრაფად გამავალი.

პირველივე დღეს მივხვდი, ვინ ვინ იყო, ან დღემდე მგონია რომ მივხვდი. ხანგრძლივი მეგობრობის დაწყებისთვის ძალიან ცუდი სიტუაციაა, სპეციფიკური მისია, რასაც ფესტივალი ჰქვია. ჩვენი დიალოგები და პოლილოგები (ეს სიტყვა ამ წამს მოვიგონე და ნიშნავს 2ზე მეტი ადამიანი რომ დიალოგობს)  თითქმის არასდროს სცდებოდა კინოფესტივალს, ამიტომ ეს ურთიერთობა უფრო ჟამურ მეგობრობად გარდაიქმნება,. ყველამ გავიგეთ, ვის როგორი ფილმები მოსწონს, ვინ როგორ აზროვნებს (დაახლოებით მაინც), ვის როგორი იუმორი აქვს და ასე შემდეგ, მაგრამ მე ვერ ვხვდები სხვა სიტუაციაში, როგორ უნდა მოხერხდეს ისევ ჩვენი ერთად შეყრა. ყველას ჰყავს თავისი სამეგობრო წრე, ყველას თავისი წარსული აქვს, უბრალოდ ერთი კვირით ყველამ ყველაფერი დატოვა იმის გამო რომ კინოების ირგვლივ ეტრიალათ, იტრიალეს, ვიტრიალეთ, და შემდეგ ბიაფამდე ალბათ ისე აღარც ვიკონტაქტებთ. სამაგიეროდ, ძალიან გაგვიხარდება 1 წელიწადში ერთმანეთის ნახვა. როგორც მინიმუმ, ამად ღირდა მთელი ბიაფი. თუმცა ესეც ლაფსუსი, სხვა ბლოგერები აშკარად მეგობრობენ ბიაფს გარეთაც, მაგრამ ჩემს ჩვენებას მაინც არ ვცვლი.

ის, რომ ფილმების ძალიან დიდი სპექტრი იყო ბიაფზე, ცალკე თემაა. ცხოვრებაში, კინოდარბაზში სულ რამდენჯერმე მაქვს ტაში დაკრული, და იქ ყველა ფილმზე ფეხზე ადგომა და ტაშის დაკვრა მინდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ვერ ვხვდებოდი რატომ და ვისთვის, როცა ფილმების ავტორები ფიზიკურად იქ არ იყვნენ, მაგრამ ჩემი ჭიის გახარება დავარქვათ ამ საქციელს.

ნასტასია კინსკი, ოთარ იოსელიანი, ლანა ღოღობერიძე, მერაბ ნინიძე ნინო ქათამაძე და სხვ. ყველა ადამიანი ხომ ცალკე ისტორია იყო, ყველას ნახვის და მოსმენის შემდეგ, ხომ ცალკე ახალი რაღაცა გავიგეთ, გადავაფასეთ, ან გავამყარეთ უკვე შექმნილი წარმოდგენები, მათზე, და ზოგადად პიროვნებებზე.  ყველაზე მეტად მაინც ნინიძემ მოგვიშალა ნერვები, თავისი არ გამოჩენით რომ დახატა ავტოპორტრეტი.

ნწიუ, ვერა, ვერ ვაჯამებ ბიაფს, იმდენად ბევრი რამ მოხდა, იმდენად ბევრ რამეს მოიცავდა, თვითონ ფესტივალი და მასთან დაკავშირებული ყველაფერი, რომ ან მთელი წიგნი უნდა დაიწეროს, ან არაფერი, ხოდა ახლა რაც დავწერე იყოს, დაკარგული დრო მენანება ხელაღებით წაშლისთვის, და ბოდიში ვინც წაიკითხავს ამდენ ბოდიალს ^^ . მაგრამ არა, რა ბოდიში ^^ ის ფაქტი რომ ვბოდიალობ, ესეც ხომ ფაქტია, და ესეც ხომ ნიშნავს რაღაცას, და ესეც ხომ გვიყვება ამბავს, როგორც მინიმუმ იმაზე, რომ დავიკარგე ბიაფის თემაზე.

ამდენ ბოდიალს მოდი გაგაცნობთ ზოგ ბიაფელს ^^

AA007A-2

ამ ბიჭმა, სახელი ვერ დავიმახსოვრე არადა 900 ჯერ მითხრა. ცოლი მოიყვანა ფესტივალის პერიოდში !

AA008A

ეს თორნიკე აბესაძეა, ბათუმელი აქტივისტი, მხატავრია და სახლში მან შემიფარა ^^ (ეს ფოტო მერაბ ნინიძეს პრესკონფერენციაზეა გადაღებული, სადაც ნინიძე არ მოვიდა)

AA010A

კინო_თეატრ აპოლოს გვერდით ატელია იყო, სადაც 6500 დოლარიანი წიგნი კინარამ დავხიეთ თვალიერ-თვალიერებაში , დაგვივარდა და კინაღამ გული წაგვივიდა ფასი რომ გავიგეთ ^^ (ჰელმუტ ნიუტონი)

AA013A

ეს ათუკაა, თამარამ გაგვაცნო ყველას, ბარსელონას ფანია, და კინოები უყვარს. ეს ფილმებს შორის პატარა შუალედებში გამოქცეულები ვართ კაფეში, და ინტერნეტს დავტილაობთ. ^^

AA014A-2

კაი როჟააო და გადავიღე (დღემდე სიმინდს ვეძახი, სახელს ვერ ვიმახსოვრებ, უი გიორგი :დ ) გვარიც გამახსენდა ამ წამს, მაგრამ იყოს სიმინდი ^^

AA015A-2

ეს დიტოა, ის რომ საუბრობდა, ყველა ჩერდებოდა, არ ვიცი რატომ მაგრამ ყველა უსმენდა. ეს “ბერეგზე” მივდივართ და ჩავაკარტოჩკე

AA016A

ეს ომარია, ომარი სრული სახელია, ომარს ატყუებენ რომ დიდი ტავი აქვს და სჯერა. ხო კიდე სრული დომხალის დროს და გაგანია ეგრეთწოდებული ინგა გრიგოლიას შოუს დროს ძინავს ხოლმე, და არ კამათობს. (აქაც “ბერეგზე” მივდივართ)

AA017A-2

თამარა და ომარა, ყავის ლოდინში “ბერეგზე” და აჭარული ხაჭაპურის, რომელიც გაბოძემ შეუკვეთა და დაგვაყუდა “ბერეგზე”. :/

AA018A

გაბოძე, აჭარულ ხაჭაპურს ელოდება :/ ფილმები გავმაზეთ ლოდინში, და მერე მეორადებში წავედით :დ

AA022

თამარა. ბიაფის დახურვაზე გვაგვიანდება, და ფოტოების გადაღების ხასიათზე მოვედი :/

AA023

ბიაფის დაწყებამდე რჩება ნახევარი საათი, ომარა აუთოვებს მაისურს, მე ვიღებ ომარას,

AA034A-2

ნასტასია კინსკი ნერვული აშლილობის შემდეგ, ავტოგრაფებს არიგებს

AA035A

ნასტასია ❤

AA036A

უკვე ვერავის  გვიტანდა

ცოტა უფრო მეტი ფოტოს სანახავად Lasha Tsertsvadze Photography

Advertisements