ვიქტორ ჰიუგოს წიგნის, “კაცი რომელიც იცინის”, მიხედვით ძველად ყოფილა პროფესია კომპრაჩიკოსი, რაც თავის თავში მოიცავდა ბავშვების “მახინჯად” გაზრდას, იმ მოტივით რომ შემდეგ მათი “სიმახინჯის” გამო მეტი ფული გაეღო საზოგაოებას. ასე გაიზარდა გუიმპლენიც, წიგნის მთავარი გმირი. კომპრაჩიკოსები ბავშვებს პატარა გალიაში სვამდნენ, და წლობით ამყოფებდნენ იქ, რათა სხეული განვითარებულიყო არანორმატიულად. შემდეგ ხალხს ამაზე გული უჩუყდებოდა, ან ხალისობდა, ან ორივე. ნებისმიერ შემთხვევაში მეტი შემოსავალი “მახინჯებს”. ჩვეულებრივი ბიზნესი.

გუიმპლენის პერსონაჟი

საქართველოს მათხოვრების შემხედვარე, გონივრული ეჭვი მაქვს, რომ ეს პროფესია ისევ არსებობს. სადგურის მოედნის მეტროში გავლა ხომ ერთგვარი “Freak show”ა.  ალბათ ყველას შეგიმჩნევიათ,მხედველობა დაქვეითებულნი, უხელოები, უკბილოები, რაღაცნაირ ხელებიანები, რომლებიც სპეციალურად იშიშვლებენ თავიანთ “სიმახინჯეს”. კბილების დეფექტიანი ქალი, რომელიც სპეციალურად პირ ღია ბღავის, განა პირის დამუწვა არ შეუძლია?! ლამის მგონია, შოუს ბილეთი მხოლოდ 20 თეთრი ღირს, შედიხარ და ყოველ ორ ნაბიჯში შოუა. ყველაზე გამაღიზიანებელი კი ისაა, ხალხი ამ შოუს გამო რომ ფულს იხდის. ეს ხომ ერთგვარი წახალისებაა სიმახინჯის. ფსიქოლოგიურ სიღრმეებში ვერ ჩავალ, რა თქმა უნდა, მაგრამ ცოტა ლოგიკა, ცოტა არითმეტიკა, ცოტა დაკვირვება და მარტივია იმის მიხვედრა, რომ თუ ვიღაცა გამოდის და თავისი “დეფექტის” გამო უფრო მეტ ფულს შოულობს ვიდრე, ის ვინც ნორმატიულია და უბრალოდ, “ჩვეულებრივი მათხოვარია”, მან შეიძლება რამე კომპრაჩიკოსული გააკეთოს, და თავი დაისახიჩროს.

თუ დაკვირვებიხართ, რა ტიპის ხალხი “იღებს მოწყალებას” მათხოვრებისთვის? მაგ.: გუშინ ვაგონში ჭყლეტა იყო, ერთ სკამზე გაბღენძილი, რეიბანიანი ტიპი იჯდა და ძალიან პატარა ჩანთა ედო მეორე სკამზე. ფაქტობრივად 3 სკამი ჰქონდა დაკავებული. იქნებოდა ასე 20-25 წლის. ამოვიდა მათხოვარი და ხურდა მისცა.

ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სერიალის ბოლო სეზონი სწორედ “Freak Show” ს მიეძღვნა, რამაც დასაწყისშივე გამაღიზიანა. ზედაპირულად ყურებისას არც არაფერი პრობლემა არაა, იმიტომ რომ ფაქტია, მართლა არსებობდა ასეთი შოუები, მართლა იხდიდნენ ფულს ამაში. თუ ასეა, რატომ არ შეიძლება ამ თემაზე კომერციული სერიალის გადაღება. როგორც ჩემი ლექტორები იტყოდნენ, “შეძლებით, ყველაფერი შეიძლება”. სერიალში გამოყვანილი იყო მსოფლიო რეკორდსმენი, რომელიც ყველაზე პატარაა ზომაში. ასეთი ხალხი მგონია რომ მაიმუნებზე პრაგმატულად ვერ აზროვნებენ, იმ მაიმუნებზე რომლებიც გალიებში არიან და მის სანახავად ფულს რომ იხდიან. მახსოვს ადრე მსგავსი მომცრო ტანის კაცი წუხდა იმის გამო რომ სიმაღლეში გაზრდა დაიწყო, რაც მაყურებელს, ყურადღებასა და შემოსავალს წაართმევდა. ეს ბიზნესი, დღემდე მომგებიანია, უბრალოდ გამოხატულება და შოუების ტიპი შეიცვალა, ზოგ შემთხვევაში არც ეს შეცვლილა. შოუებში იწვევენ, ხალხს ეცოდება და უყურებს, რატომ ეცოდება? იმიტომ რომ მათზე მაგარი ჰგონიათ თავი. აბა თქვენ თქვენზე მაღლა მდგონი რატომ შეგეცოდებათ?

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ხალხი კი, ხშირად არასამართლიანად იყენებს თავიანთ შესაძლებლობებს. ყველას იმის მოთხოვნა აქვს, რომ თანასწორად აღიქმებოდნენ, და ისევე ექცეოდნენ, როგორც უმრავლესობას, თუმცა ხშირ შემთხვევაში, თვითონვე ეწინააღმდეგებიან თავიანთ იდეოლოგიას. ხანდახან მიკვირს, რატომ იმცირებენ ასე თავს, როცა ხვდებიან რომ მხოლოდ იმიტომ დაუთმო ვიღაცამ, რაღაცა რომ შშმ პირია. რთულია მათ ადგილზე თავის წარმოდგენა, იმის თქმა, თუ, როგორ მოვიქცეოდი მე მათ ადგილას რომ ვყოფილიყავი, თუმცა იმ ცხოვრების შემდეგ, რაც მე მაქვს გამოვლილი, ჩემს შეზღუდულ შესაძლებლობას, ჩემს სასიკეთოდ არ გამოვიყენებდი. გასაგებია, რომ ძალიან ბევრი პრობლემა ექმნებათ, არაფერი არაა მათზე მორგებული, მაგრამ რაც მორგებულია იმ საკითხებში მაინც იყავით საზოგადოების თანაბარი. და ნუ ვაქცევთ ამ ყბადაღებულ თემას “freak show”დ. ყველანი ვთანხმდებით იმაზე, რომ უნდა იყოს ყველაფერი მორგებული ყველაზე მიუხედავად მათი შესაძლებლობისა, მაგრამ იმაზეც უნდა შევთანხმდეთ, რომ მე და თქვენ ერთ სიტუაციაში რომ აღმოვჩნდეთ, მე არ უნდა დავიჩაგრო, თანასწორობის მოტივით.

მოკლედ, მეცოდებით ისინი ვინც ვაგზალზე ფულს უყრით ხალხს, რომლებსაც ფიზიკური ნაკლი აქვთ. მოწყალების გამღებები. ლოლ. იქით დასახმარებლები ხართ, იქით ცოდოები ხართ და იქით მახინჯები ხართ. სწორედ თქვენნაირ ხეპრეებზე აქვთ მათაც გათვლა, ამის გამო პატივს ვცემ, ხედავენ რომ ხალხი იდიოტია, და ამას თავიანთ სასიკეთოდ იყენებენ.

პ.ს. შეხვედრამდე ჯოჯოხეთში ^^

Advertisements