Tags

, , , , , , , , , , ,

Feminism is a range of movements and ideologies that share a common goal: to define, establish, and achieve equal political, economic, cultural, personal, and social rights for women.

მანიკურიანი მუშტი

რამდენიმე ხნის წინ დაიწყო კამპანია, თუ რაღაც მსგავსი, იმის მოთხოვნით, რომ პარლამენტში “ქალებისა” და “მამაკაცების” რაოდენობა გათანაბრდეს. რა ვქნა და ამას პოზიტიურ დისკრიმინაციად აღვიქვამ. “აქტივისტები” არც “კაცების” უუნარობაზე წუხან, არც მათ უგუნურებაზე, არც მიკერძოებულობაზე და ა.შ. ან თუ წუხან ამას მათ “კაცობას” უკავშირებენ. ისინი წუხან მხოლოდ იმის გამო რომ ისინი “კაცები” არიან და რომ მათი რაოდენობა მთავრობასა და პარლამენტში გაცილებით აღემატება “ქალებისას”.

იდება არგუმენტები, მსგავსად შემდეგისა: “ბრიტანელმა მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ  ბლა ბლა ბლა , ქალები უკეთ ახერხებენ ბლა ბლა ბლა, ვიდრე კაცები, და ამიტომ ქალთა პროცენტული წილი უნდა გაიზარდოს ბლა ბლა ბლა.”

რა ბრიტანელი მეცნიერები? რა ქალები უკეთ ახერხებენ რაღაცებს და ასე შემდეგ? თუ ხარ ფემინისტი, თუ ხარ აქტივისტი და თუ მართლა ქალებზე შეგტკივა გული, სხვა კუთხით მიმართე შენი აგრესია, შენი მოტივები. პრიორიტეტების გადაფასებაა საჭირო. ქალი თუ ჭკვიანია ვერავინ/არავინ დაბლოკავს, მხოლოდ იმის გამო რომ ქალია. და ამას მაღალ ჩინებზე მდგომი ქალების არსებობაც ადასტურებს. ფეისბუქზე რაღაცების “ყვირილი” არ შეცვლის არაფერს. მენტალიტეტია შესაცვლელი ძირიანად, ქალს რომ დღესაც კი ისეთი მამაკაცი უნდა გვერდით, რომელიც მასზე ძლიერია და თავს ნაზ არსებად აგრძნობინებს, ის ქალი პარლამენტში რომ მოვიდეს, ხომ დაგვექცა ისედაც დაქცეული ქვეყანა.

არ ვიცი, როგორ უნდა შევცვალოთ მსგავსი აზროვნება, ვერც იმას ვამტკიცებ რატოა მაინცდამაინც ჩემი ფიქრები და ხედვები სწორი და იმათი არა, ვისაც მოძალადე ქმრები და მამაკაცის კულტი მოსწონს, მაგრამ მე არც მომეთხოვება ამის ცოდნა. არც ფემინიზმზე ვდებ თავს და არც პირიქით. ვინც დებთ, დაწერეთ პროექტები სკოლებში იარეთ, სახელმძღვანელოებს გადახედეთ, მასწავლებლებს ესაუბრეთ, უბრალოდ ინფორმაცია მიაწოდეთ ხალხს, იმათ ვისაც კომპიუტერი არ ააქვს, ძალიან მაგარი “ქალი” გახდით და მაგალითი მიეცით სხვებს. რა მეტი “ქალი” პოლიტიკაში?! მოთხოვნაა ზედმეტად უსუსური, მაინც მგონია რომ საჭიროე ამის შეცვლა რამე უფრო ადეკვატურით, მაგალითად:”მეტი განათლებული ქალი საქართველოში”; “მეტი ამბიციური ქალი საქართველოში”. ცოტა განვაზოგადოთ.

“ფემინისტები” სადაც კი მოკრავენ თვალს რომ ვიღაცას რაღაცა შეემთხვა, და ეს ვიღაცა “ქალია”, პირდაპირ “ქალობის” მიზეზს უდებენ საფუძვლად , გინდ სიძულვილს, ჩაგვრას, დაცინვას თუ სხვ.  არ ვამბობ, რომ ცოტაა მსგავსი ფაქტი, მაგრამ ყველა საქმე ერთ ქვაბში არ უნდა იხარშებოდეს. მაგ.: თინა ხიდაშელს რომ აკრიტიკებენ ჩაცმაზე, და ფემინისტები რომ ამბობებ “ქალია” და მაგიტომო, სააკაშვილის ჩაცმულობასა და ქცევებზე მთელი ისტორიული წიგნები გამოიცეს ლამის, იმდენი მითქმა-მოთქმა იყო.

ვერც ის ფემინისტები, რომლებიც ყვირიან,რომ მეტი ქალი უნდა იყოს პარლამენტში და ვერც ისინი, ვინც თვლიან რომ იღლიების არ გაპარსვა ათანაბრებთ კაცებთან, ვერ შეცვლიან არსებულ, მართლაც რომ ტრაგიკულ სურათს, რომელზეც ყველაზე ინტენსიურ ფერებს სწორედ ბრმად მოაზროვნე ფემინისტები აწუწებენ.

“ლანა, ლანა ლანა ბო ბანა ბანანა ფანა ფო ფანა ფი ფა მო მანა, ლანა.”

ბათუმის საერთაშირისო საავტორო ფილმების ფესტივალზე, ანონსდება ლანა ღოღობერიძის პრესკონფერენცია. გადავწყვიტე რომ მეორე 80 წელს გადაცილებული ინდივიდის ხუშტურების თავი არ მაქვს და არ წავედი. გადის რამდენიმე საათი და სრულიად დაუგეგმავად შევდივართ მის ფილმზე “ინტერვიუ პირად საკითხებზე”, იმ მიზეზით, რომ მეტი საქმე არაფერი გვაქვს. ფილმი ცოტა დაგვიანდა, რამდენიმე წუთით, შევედით დარბაზში ჩვენ და კიდევ მაქსიმუმ 15 “კაცი”. უეცრად ირკვევა, რომ დილის შეხვედრა ლანასთან გადაიდო, და ამ მიზეზით კინოდარბაზში შეკრებილებს გაგვესაუბრა. შუქი ბჟუტავდა, კარგად არ ჩანდა არც ის არც ჩვენ, არც მობილურში ჩავარდნილი სხვა სტუმრები.

დაიწყო მან საუბარი თუ არა, ეგრევე ვინანე ჩემი წინა ფიქრები 80 წლის ხალთან მიმართებით. თურმე იმდენ რამეს გააჩნია ადამიანის ჩამოყალიბებისთვის, იმდენი ასპექტსა თუ გარემოებას, რომ ჩამოთვლაც კი ძალიან რთულია.

ფემინისტი მესმის ასეთი! ქალი, რომელიც მთელ თავის ნამუშევარს უძღვნის ძლიერ ქალს, იმ პერიოდში, როცა ქალი ხორცის ფასიც კი არ იყო. 38 წლის წინანდელი ფილმი, სადაც ყველანაირ ასპექტში ქალია წინა პლანზე წამოწეული. ქალი რომელიც მუშაობს, რომელსაც დიდი ძალა აქვს, ნაზიცაა და ძლიერიც (როგორც კაცები), უყვარს, მაგრამ სიყვარულის და კაცის გარეშე არ მოკვდება. თავისი საქმის პროფესიონალი და ამაყი იმით რომ სხვაზე არაა დამოკიდებული.  მსგავსი პერსონაჟი იმდენად სიმპატიას იწვევს შენში, რომ ფიქრს იწყებ, “იქნებ მართლაც კარგია რომ ძლიერი ხარ, მერე რა რომ ქალი ხარ,” სოფიკო თუ ბედნიერია, მეც შევძლებ, მერე რა რომ ქალი ვარ” და ასე შემდეგ.

ლანა დღესაც ფემინისტია, მან მიიღო პრიზი კინოში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ის 87 წლის ძლიერი ქალია, დღესაც ძალიან მაგარ მაგალითს აძლევს ყველას, სულ ფორმაშია, სიტყვა არ ეშლება, იცის რომ უსმენენ და იყენებს ამ ტრიბუნას. თქვენ კი, სჯობს ჯერ სიტყვა გეთქმოდეთ და მერე ყველა თუ არა, ზოგი მაინც დაგიჯერებთ, არ ვგულისხმობ თქვენი ფეისბუქის მეგობრებს, ეს ვიწრო წრეში რაღაცების ბოდიალი და “ყვირილი” არაფერს შეცვლის და მხოლოდ წყლის ნაყვა გამოგივათ, თუმცა ცუკემბერგმა “ემპათიის” ღილაკი რომ დაამატოს ქსელს, აუცილებლად გამოვიყენებ, სწორედ თქვენი პოსტების შესაფასებლად ^^.

თქვე მაია ასათიანზე უარესებო

Advertisements