Tags

, , , , , , , , ,

ბათუმის კინოფესტივალის ფარგლებში, ემოციები იმდენად ამერია რომ სავარაუდოდ, ჩემი ყველა პოსტი ცოტა აბდაუბდად შეიძლება მოგეჩვენოთ, მაგრამ რას ვიზამთ.12019103_10205044587339813_440186257_o

ცოდვა გამხელილი სჯობს და ნასტასია კინსკის არ ვიცნობდი და არც მისი შესრულებული როლები მინახავს, სირცხვილის უეცარმა ტალღამ მაშინ დამარტყა, როცა გავიგე ბიაფის ფარგლებში აპირებდა ჩამოსვლას. ამან ძალინ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, ჩემს სანაცნობო წრეში, სიხარული და აღფრთოვანება. ამიტომ მის შესახებ მოვძებნე ინფორმაციები, ვუყურე ფილმს მისი მონაწილეობით და შემიყვარდა.

პრესკონფერენცია დაგვიანებით დაიწყო, იმიტომ რომ ნასტასია რაღაცაზე ყოფილა აღელვებული, “ვარკვლავების” აღელვება კი მოგეხსენებათ როგორიცაა ხოლმე. პანიკები, კანკალი, ნერვიული შეტევები, ფოტოგრაფებთან “გაჭედვები”, ფოტო არ გადამიღოს სტილში. იყო კომენტარები, რომ ოთარი რაღაცაში მართალი ყოფილა, როცა თქვა რომ მსახიობები არიან პირუტყვები. ამ სიტყვებს მოჰყვა უკან მჯდომი რუსაპეტა ქალისგან ფრაზა “კანეშნა” მართალი იყოო. დაახლოებით 1 საათი ველოდეთ და უკვე იმედი გადაწურული, რომ გვქონდა ოპერატორებმა ისე ჩაგვიქროლეს, შემცივდა. ნასტასია მოდის!

შემოვიდა ქალი, ქალიც ქალია და ქალიც. ერთი შეხედვით ზედმეტად სადა ვარსკვლავისთვის, თუმცა როცა დაჟინებით აკვირდები ყველა მიხვრას, ყველა მზერას, ყველა პასუხს, ხვდები რომ შენი ხელის გაწვდომაზე ზის მსოფლიო დონის მსახიობი, რომელსაც უამრავი რაღაცა აქვს ნანახი ცხოვრებაში, უამრავი სევდა გამოუვლია, რომელიც ებრძვის თავის თავში ბევრ დემონს, რომელიც დაიღალა, რომლისგანაც იმდენს მოითხოვენ, რამდენის გაცემაც მას არ შეუძლია, და როცა ვერ გასცემს იმას რასაც ითხოვენ ეგრევე ქოლავენ.

“პარიზი, ტეხასის” შემდეგ დიდი დრო გავიდა, არც ისეთი ახალგაზრდაა, არც ისეთი ლამაზი როგორიც ამ კადრებშია, თუმცა ვუყურებდი ნასტასიას და ისევ ის კადრები მედგა თვალწინ, ნაზი, ჰაეროვანი და მომხიბვლელი, როგორც ყოველთვის. გამყოფი ფანჯარაც კი იგრძნობოდა ჩვენ შორის, როგორც ფილმშია, და მეგონა, ჩვენ ყველანი ვუყურებდით, ის კი ვერავის ხედავდა.

ჩემს კითხვაზე, თუ რა არის პოპულარულობის პლუსები და მინუსები, მან ცალსახად კარგ რაღაცებზე ისაუბრა. ქალი, რომლის ყველა ჩასუნთქვასა თუ ამოსუნთქვაზე, მზერასა თუ თვალის დახრაზე იგრძნობოდა, რომ ყველაფერი ყელში აქვს, ამბობს რომ, ცნობილი ადამიანი რომ ხარ კარგია იმიტომ რომ ბევრს მოგზაურობ, ბევრი რაღაცაა ხელმისაწვდომი, შენ საუბარს უსმენენ და აინტერესებთ და ა.შ. უარყოფითებში კი მხოლოდ ის აღნიშნა, რომ ხანდახან იღლები და გარკვეულ დათმობებზე მიდიხარ.

ნასტასია დაღლილია, ნასტასია ადამიანია. ალბათ ისიც იყო ბედნიერი, მასაც უხაროდა ბევრი სულელი გულშემატკივარის ყოლა, ალბათ როგორც ყველა თანამედროვე დამწყებ ჭიას, რომელიც ყველაფერს აკეთებს რომ შეამჩნიონ, ისიც ყველაფერს აკეთებდა, და ალბათ ახლაც იმავეს გააკეთებდა, გამოვლილი რომ არ ჰქონოდა მთელი ეს ცხოვრება.

პატარა ლირიკული გადახვევა.

შუა შეხვედრისას, წამოდგა კინსკი და ახლა მე მაქვს შეკითხვაო, ცოტა ხანი იდგა და სურვილი გამოთქვა რომ გაეგო, ჩვენ ვინ ვიყავით, რას ვსაქმიანობდით. თავიდან ხალხს შერცხვა და დუმდა, თუმცა რამდენიმე წამის შემდეგ ყველა “ჭუჭუებს ატოლებდა” ვის უფრო მეტი ჩინი ჰქონდა ცხოვრებაში. მინდა გითხრათ ნასტასიას ეს, ისე ფეხებზე ეკიდა, როგორც მე მისი ავტოგრაფი.12050671_10205044630500892_984733447_o

რთულია იყო ნასტასია, რთულია იყო ემი, რთულია იყო ოთარი, თუმცა გატყუებთ ოთარობა ძალიან ადვილია. ემი სერბეთის ფესტივალზე გამოვიდა და არ იმღერა, ნასტასია კი ბათუმში ჩამოვიდა, სულ 50 კაცი იყო, ალბათ დარბაზში, და იმის გამო რომ ანერვიულდა, რაღაცა სისულელეზე მართალია, მაგრამ მაინც, პირუტყვს ვეძახით. რა ნამუსით?!  გვიყვარს მოთხოვნები.  სიტყვა “უნდა” რა პათეტიკურად ჟღერს? არა? ჰა, ჰა ამ “უნდამ” სიკვდილამდე მიიყვანოს ადამიანი, მაგრამ უნდა და რას ვიზამთ.

Advertisements