Tags

, ,

BIAFFის გამო, ბათუმი ძალიან გამოცოცხლებულია, ბათუმელებს აშკარად ეტყობათ სიხარული. ისინი ბედნიერები არიან, რომ ამ დონის რაღაცა ტარდება ქალაქში. თითქმის ყველა ფილმზე ანშლაგია, საღამოს კი ძალიან ბევრი მსურველი ვერ ახერხებს შემოსვლას, დარბაზის სიმცირის გამო. მაგრამ რამდენიმე ფილმის დაწყებიდან, მაქსიმუმ ნახევარ საათში დარბაზი განახევრდა.

ხალხში გავარდა ხმა, რომ “სექსებიანი ფილმი” უნდა გასულიყო, ვერ აღგიწერთ რა ხდებოდა დარბაზში, ერთმანეთს ახტებოდა ხალხი, ოღონდ მოეხერხებინათ “სექსების” დიდ ეკრანზე ნახვა. ფილმში იმაზე დახუნძლული ოდენობით იყო სიშიშვლე, ვინდრე ვინმე მოელოდა ამას, შუა ფილმში უკან რომ გამოვიხედე, დარბაზში კანტიკუნტად იჯდა მაყურებელი. ვერ გაუძლეს ამდენს? შერცხვათ? არ ვიცი, არ მიკითხავს მათთვის. ალბათ, ეს მათთვის მიუღებლად აღიქვეს, როგორც ყველაფერ მიუჩვეველს ვიღებთ ხოლმე.

vf_affiche_film_gaspar_no___1381

ფილმი, მართლაც რომ უზომოდ დაჯეჯგვილია სექსით, ახლო კადრებით, სიშიშვლით. მაგრამ ეს იმდენად დიდი დოზებითაა მოწოდებული, რომ დაახლოებით 20 წუთში ან უფრო მალე, თვალი ეჩვევა და ძალიან ჩვეულებრივ მოვლენად აღიქვამ, აღარც გრცხვენია, აღარც იშმუშნები.  რეჟისორებმა უკვე დაიწყეს ის, რომ სიშიშვლე, როგორც სირცხვილის ცნება გააქრონ საზოგადოებიდან.

გასპარ ნოეს ფილმი, იყო ულამაზესი, მაგრამ ქართველები ჯერ ვერ აღმოჩნდენ იმისთვის მზად, რომ სილამაზე დაენახათ სექსს მიღმა.

მეორე დღეს ნიკი კარიმი და მე ბოლო რიგში ვისხედით, ვუყურებდით ფილმ “ჯეიმს ვაითს”.ფილმის დასრულებადმე, მანაც დატოვა დარბაზი. ამის მიზეზი ნამდვილად არ ვიცი. მაგრამ იმავე დღეს გავიდა ფილმი ეიზენშტაინზე, სადაც ასევე არა ერთი გაქრა კინოდან. ლოგიკურია ეს საქციელი, იმ გეი სექსის სცენამ გამოიწვია, რომელიც ისევ ვიმეორებ ქართული საზოგადოებისთვის ზედმეტად ბევრ ყლეს თუ სიშიშვლეს შეიცავდა.

ნეტავ, რომელიმე ქვეყანაში, რომელიმე წელს, ოდესმე, თუნდაც შორეულ მომავალში, დადგება ის მომენტი, რომ მსგავი სცენების ყურება არც შეგვრცხვება, არც გავღიზიანდებით, უხერხულ სიცილს არ დავიწყებთ და უფრო მეტიც,მოგვეწონება? ასე თუ გაგრძელდა, ტრიერსა და ნოეს თუ გამოუჩნდებათ მიმდევრები, დიდი შანსია, რომ ხალხში ეს ჩვეულებრივ მოვლენად იქცეს. ძალიან მაგარ საქმეს აკეთებენ მსგავსი რეჟისორები. ის, თუ, რატომ აკეთებენ ამას ეს ცალკე თემაა, მაგრამ უკვე მეორეხარისხოვანი.

ბათუმი-საქართველო-საერთაშორისო არტ კინოს ფესტივალი-ქართული მენტალიტეტის საზოგადოება-გასპარ ნოეს “სიყვარული”-სიშიშვლე-მმკ-“ეიზენშტაინი”-გეი სიყვარული, სექსი, ყლე-მმკ-გადავრჩით!

დიდი პატივისცემა ორგანიზატორების მიმართ, რომ არ ეშინიათ მსგავსი ფილმების გაშვება, რომ ცდილობენ ჩვენც გვანახონ ის, რაც მგონი ყველაზე მეტად გვჭირდება-კინო,ხელოვნმება, ახალი სიტყვები.

ესაა, რატომაც ტოვებს დარბაზს ხალხი, ბათუმში. ახლა კი რატომ დავტოვე მე.

ფესტივალი, რა თქმა უნდა, არ არის იდეალური და ამას ხაზგაუსმელს ვერ დავტოვებ, იმ მიზეზით, რომ მინდა სულ უკეთესი და უკეთესი იყოს. ინფორმაციის არ არსებობა ან მცდარი სიახლის მიწოდება მაყურებლისთვის, როგორც მინიმუმ არ ეკადრება საერთაშორისო ფესტივალს.

უკვე ძალიან დაღლილები ვართ, და ბოლოს წინა სეანსზე გვიცხადებენ , რომ შემდეგი ფილმი იქნება იტალიურ ენაზე რუსული სუბტიტრებით. ნუ კარგი, ეს გადავხარშეთ, ბევრიც ვიცინეთ, ალბათ უკვე ისტერიულად. უკვე შევემზადეთ, რომ კირილიცას კითხვა უნდა დავიწყოთ, თუმცა იწყება ფილმი რუსული გახმოვანებით. მგონი მთელი დარბაზი პირდაღებული იჯდა 3 წუთი. არანაირი სუბტიტრები, არანაირი დუბლირება. მიუხედავად იმისა, რომ რუსული უკეთ მესმის ვიდრე ინგლისური, ან მითუმეტეს იტალიური, ავდექი და გამოვედი. უკან არ მომიხედავს, მაგრამ 10-15 კაცი გამომყვა, უკვე გასასვლელში შევამჩნიე.

თუ, ვერ ესწრება სუბტიტრები, ნუ გაუშვებთ ფილმს, არ გვინდა! როგორც მინიმუმ-ტეხავს, როგორც მაქსიმუმ-ტეხავს! მე ვიცი, სხვამაც იცის, მაგრამ ვიღაცამ არ იცის ეს რუსული, ფესტივალს კი საერთაშორისო ჰქვია.

Advertisements