Tags

, , , , , , , , , , , , ,

amy_webადამიანებმა ყველაფრისგან უნდა ისწავლონ რაღაცა ახალი. სრული მარაზმიდან, სრული სისულელედან შეიძება ისეთის გაგება, რაც გაგზრდის, რაზეც დაფიქრდები, მთავარია ნება გქონდეს, და სურვილი იმისა, რომ რაღაცა დაამატო იმ სახლს, რომელსაც შენი ტვინი დაბადებიდან აწმყომდე აშენებს, ძლივსვძლივობით.

ალბათ უკვე იცით, მაგრამ მაინც გაგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ოთარ იოსელიანს შევხვდით BIAFF ის ფარგლებში. ოთარი 81 წლისაა. დაახლოებით 2 საათიან მონოლოგში, ტიპმა, იმდენი მოახერხა, რომ სრულიად ყველას შეაძულა თავი. რა თქმა უნდა დარჩნენ ისეთებიც, რომლებიც სველები მოვიდნენ და სველები წავიდნენ ამ “მასტერკლასიდან”, თუმცა გამონაკლისები ყოველთვის არსებობს. მე ალბათ, რადგანაც, იმ კატეგორიას მივეკუთვნები, რომელიც კერპად არ აქცევს ადამიანს, მანამ სანამ არ გაიცნობს, და მის პიროვნებას არ შეხვდება, არც გული დამწყვეტია მასზე, არც შემძულებია და არც გავუოგნებივარ რამეს. არც იმას, რომ ჰომოფობია, არც იმას რომ ქსენოფობია, არც იმას რომ უტაქტოა, არც იმას რომ თავი ვიღაცა ჰგონია, არც იმას რომ მისი ფილმების მორალსა და მისი პიროვნებას შორის უზარმაზარი უფსკრულია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ალბათ, იმიტომ რომ ყველანი ასეთები ვართ, უბრალოდ ზოგს ამას ვპატიობთ, ზოგს კი-არა.  ჩემი კუმირი, მხოლოდ ის ადამიანი შეიძლება გახდეს ვისაც ვიცნობ:დედა, და მეგობარი ა.შ. ასევე ხელოვნების ნიმუში, რომელსაც შეიძლება არაფერი აქვს საერთო ავტორთან, მაგრამ ის თვითკმარია.20150915_135220

მიუხედავად ყველაფრისა, ძალიან ჭკვიანია, ძალიან სწორად აზროვნებს ბევრ საკითხებში, რაშიც უდავოდ კომპეტენტურია, ბევრი აქვს ნაფიქრი, ბევრი უნახავს ცხოვრებაში. ვთვლი რომ გამიმართლა მასთან შეხვედრის და მისი საუბრის მოსმენის საშუალება რომ მომეცა და ამისთვის რა თქმა უნდა უზომოდ მადლობელი ვარ ბათუმის კინოფესტივალის ორგანიზატორების. მას, თითქმის პირველივე დღეს შევხვდით, ჯერ ფილმების ყურება არ მქონდა დაწყებული და ამიტომ, მისი აზრები, პრაქტიკაში, ფილმების სახით გადმოვიტანე.

“რატომ უნდა გადაიღო ბიოგრაფიული ფილმი, რატომ ამახინჯებ ვიღაცის ცხოვრებას, შექმენი შენი პერსონაჟი, შენი ისტორია!” (c) ოთარ იოსელიანი

მემგონი ერთი დღეც არ იყო გასული, მას შემდეგ რაც ეს სიტყვები ახლოს მოვიდა ჩემთან, რომ ემი ვაინჰაუსის შესახებ დოკუმენური ფილმი ვნახე. რამდენად, ტრაგიკული, რამდენად გულამდე ახლოს მომსვლელი ფილმი იყო, ეს ცალკე თემაა. მთელი ფილმის ხაზი, გადიოდა იმაზე, რომ ყველა იყენებდა ემის, მამა, შეყვარებული, მეგობრები, მსმენელები. ზოგი ფულისთვის, ზოგი რისთვის. ყველაზე მეტად რაზეც დამწყდა გული ფილმის ყურებისას, იყო ის, რომ სიკვდილის შემდეგაც არ შეუწყვეტიათ მისი გამოყენება, ამ შემთხვევაში რეჟისორს. იმის მიუხედავად, რომ ფილმი დოკუმენტურია, და კადრები თვითონ ემის ოჯახისა და მეგობრების ვიდეოებით იყო აწყობილი, მაინც დამახინჯებულად არის მისი ცხოვრება ნაჩვენები.

წარმოიდგინეთ, თქვენი სიკვდილის შემდეგ, მობილურში რაღაცებს, რომ მაიმუნობთ და ვიდეოებს წერთ, აი ეს მასალები რომ გამოიყენონ თქვენი პიროვნების ფართო საზოგადოებაში გამოსატანად. რამდენად გულწრფელები ვართ ვიდეოებში?

ის თემა, უკვე ძალიან გაცვეთილია, რომ სიკვდილის მერე ვცემთ ხალხს პატივს და ა.შ. ბიოგრაფიული ფილმებიც ალბათ ასეა, უმრავლესობის გადაღება მთავარი გმირის სიკვდილმა გამოიწვია. აბა, სიცოცხლეში დაფასებას და ზღაპრებს დისნეიც აღარ იღებს.

ემის სულ ფეხებზე ჰკიდია, მასზე რას გადაიღებენ ახლა, ისიც ფეხებზე ჰკიდია როგორ დანანებით ისაუბრებს მასზე, ის ხალხი ვის გამოც მოკვდა.

ფილმი იყო ძალიან კარგი, ძალიან ემოციური და კარგად შეფუთული, მაგრამ როგორც იოსელიანი იტყოდა “ვის აჭმევთ ამას?, რა ნამუსით”.

back to black, ეს სიმღერა, როგორც ფილმიდან ირკვევა, დაახლოებით 1 საათშია დაწერილი. ნეტა ახლა რას დაწერდა ემი?! ალბათ, არც არაფერს. ის უამრავჯერ მოკლეს სიცოცხლეში, და სილკვდილის შემდეგ კიდევ არაერთხელ მოკლავენ.

Advertisements