Tags

, , , , , , , , , , , , ,

DSC0597asa7-2ორიოდე წლის წინ, სრულიად შეიცვალა, ჩემი ფილმებისადმი დამოკიდებულება. მას შემდეგ რაც თავად მომიწია იმ ორომტრიალსა და ალიაქოთში ჩაბმა, რასაც ფილმის გადაღება ჰქვია. ეს ის დროა, ჩემმა მეგობარმა ფილმში გადაღება რომ შემომთავაზა. გადაღებები არც ისე დიდხანს გრძელდებოდა, ალბათ, როგორც ყველა მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმის გადაღება, თუმცა , ეს პერიოდი საკმარისი აღმოჩნდა, იმისთვის, რომ გაცილებით ნაკლები სიამოვნებით მეყურებინა მას შემდეგ ფილმებისთვის. მას მერე ფილმს ვუყურებ როგორც ძალიან დიდი შრომის შედეგს, ყველაფერს აღვიქვამ, ესა თუ ის კადრი რომ ჩვენამდე მოეტანათ რისი გაკეთება უწევდათ, რამდენი დუბლი, რამდენი ადამიანი დგას ამ დროს კადრს მიღმა, ერთი და იგივე კადრის უამრავჯერ გადაღება, მათ შორის სხვადასხვა რაკურსით, მერე მონტაჟი, და ვუალა, იდება კადრები, თითქოს ყველა კუთხიდან უყურებ სცენას. ალბათ სხვები ამას ადრეც ხვდებოდნენ და არ დასჭირვებიათ, უშუალოდ, ფილმის გადაღებებზე ყოფნა, მაგრამ მე დამჭირდა. რაც უფრო მეტი იცი, მით უფრო რთულია სიამოვნების მიღება, მით უფრო რთულია შენი გაოცება. ალბათ მე არც ისე ბევრი ვიცი, რამეთუ აშკარად ხშირად ვვოცდები, ვვოგნდები ხალხის ფანტაზიით, თუ როგორი უსაზღვროა ის.

მახსოვს, აბიტურიენტობის დროს, როცა არც მეგობარი მყავდა და არც ვინმე, ვისთან ერთადაც რამეზე ვისაუბრებდი, ფილმების ყურებით გამყავდა დრო. სწორედ ამ პერიოდში დავიწყე კინომოყვარულობა და სწორედ ამ პერიოდში დამეწყო შიშები. მეშინოდა, რომ ძალიან ბევრი ფილმი იყო უკვე, მეგონა რომ ყველა ნანახი მქონდა,სასაცილოა, მაგრამ მართლა ასე აღვიქვამდი, მეშინოდა რომ ამდენი სხვადასხვა სტილის თუ ისტორიის ფილმია უკვე გადაღებული და ახალი რომ ვეღარ მოიგონონ ჩემს ცხოვრებას ხომ აზრი აღარ ექნებათქო. თუმცა რაც დრო გადის, მით უფრო ვრწმუნდები, რომ კინო იდნუსტრია ამოუწურვადია, კი, შეიძლება ცალკეული ასპექტები გამეორდეს, მაგრამ რამდენი ადამიანიც არსებობს, და უარსებია, იმდენი და უფრო მეტი გენიალური ფილმის გადაღებაა შესაძლებელი, იმიტომ რომ ყველას ისტორია სხვადასხვაა, ყველას ისტორია საინტერესოა, გააჩნია როგორ დაინახავს რეჟისორი.

კი, სწორად მიხვდით, ისევ ბიაფზე ვარ, ისევ ბათუმში, ისევ ფილმების ზეწოლის ქვეშ ვპატარავდები, ისევ წვიმს, “მარტო წვიმას აქვს სახელი ცხრა”, მაგრამ მგონი ეს ოდენობა არაა საკმარისი, ბათუმის ყველა ტიპის წვიმის გადმოსაცემად. ახლა ისეთი ამინდია, წვეთებს რომ ვერ აღიქვამ, მაგრამ მაინც რომ სველდები. DSC05981

ბათუმის არტ კინოს საერთაშორისო ფესტივალმა, ხელახლა დამანახა, და დამაიმედა, რომ ფილმი უკვდავია, და რომ ეს ხელოვნების ჟანრი, არასდროს ამოწურავს თავის თავს.

გუშინ ორ მხატვრულ ფილმს ვუყურე, ერთი ზედმეტად ყალბი იყო თუმცა გჯეროდა, მეორე-ზედმეტად რეალისტური, თუმცა ვერ იჯერებდი. ერთის ყურებისას, გაცილებით მეტი ენერგია დავხარჯე, იმიტომ რომ სულ იმის ფიქრებში ვიყავი, თუ ამდენად იდეალური კადრების გადაღება როგორ გახდა შესაძლებელი, მეორეში კი_ამას ნაკლებად აქცევდა რეჟისორი ყურადრებას, იყო ნაგავი, ესე იგი ფილმში იქნება ნაგავი. სწორედ ამიტომ იყო ზედმეტად რეალისტური, და ამიტომ გამიჩნდა განცდა რომ იყო ყალბი, იმიტომ რომ ეს უფრო ცხოვრება იყო, ვიდრე ფილმი.

ალბათ ამაშია საქმე. ზოგი როგორ ხედავს ფილმს, ზოგი რას ეძახის მას. ერთნი ფილმს აღიქვამენ ხელოვნებად, მეორენი კი-ცხოვრებას. მიჭირს ჩემი თავის მინიჭება რომელიმე კატეგორიაში, მაგრამ ორივე უზომოდ გენიალურია თავის ნაჭუჭში. მე როგორც ფოტოგრაფი, ძალიან დიდ ყურადღებას ვანიჭებ კადრს, და მის გამართულობას, მის კომპოზიციებს და ა.შ. მაგრამ ხანდახან, რეალობა უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ის კომპოზიცია.

ფესტივალები ალბათ ამიტომაც არის ძალიან სასარგებლო, მოკლე დროში რომ განახებს სრულიად სხვადასხვა ხედვით გაკეთებულ ნაშრომს, და უფრო ადვილად აღიქვამ განსხვავებასაც და გენიალურობასაც.

ძალიან გირჩევთ უყუროთ ორივე ფილმს, ერთი რუსი რეჟისორის, მეორე ქართველის.

Under electric clouds by Aleksey German jr. უბრალოდ გენიალური სინემატოგრაფიის, რეჟისურისა და მხატვრობის სინთეზი.

asas“ზამთრის სიმღერა” by ოთარ იოსელიანი. ფილმი მთლიანად გროტესკია, მთლიანად დაცინვაა. დაახლოებით რომ წქარმოიდგინოთ, შერეკილების, მონანიების, ვუდი ალენის რამდენიმე ფილმის და ა.შ. სინთეზია. ფილმს რომ ვუყურებდი მივხვდი რომ ეს იყო დონე, რომელსაც რთულად თუ აღწევს ქართველი რეჟისორი სადმე. 81
წლის კაცი თითქმის ყველაფერზე “გვაჯვამს” . ოღონდ ამას ჩვენ აღვიქმამთ ასე, იმიტომ რომ ვფიქრდებით, და ფილმი რომ გაფიქრებს ეს უკვე ღირს ფილმად.

Advertisements