Tags

, , , , , , , , ,

DSC05994

“ფილმები არ უნდა იყოს კომერციული” (c) ოთარ იოსელიანი

საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა.

ბათუმი-სიცხე-წვიმა-ფილმები-დაჯილდოება-ხალხის გაცნობა, თუ ძველ ნაცნობებთან საუბარი, რომლებსაც მხოლოდ მსგავს ღონისძიებებზე ნახულობ-პრეზენტაცია-აპლოდისმენტები-მოწვეული სტუმრები-მღელვარება-მოლოდინი-ემოციები-ოთარ იოსელიანი.

DSC05995

ოთარ იოსელიანი ბიაფის გახსნაზე

DSC05996

ოთარ იოსელიანი ბიაფის გახსნაზე

DSC05983

კინოში, განსაკუთრებული წვლილის შემტანი ქალი, (პოლონელი)

არ ვიცი, სახეების, ემოციების კითხვა იმ დონეზე, რომ თავს ვდებდე რაღაც-რარაცებზე, თუმცა ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ნაწყენი იყო, მისი ფილმის, “ზამთრის სიმღერის”, დაწყებამდე, რომელიც ხსნიდა ფესტივალს, კინოში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის პრიზი პოლონელ მსახიობს გადაეცა. თითქოს დაენანა ის აპლოდისმენტები, რომელიც ამას მოჰყვა, თითქოს მეორე პლანზე გადავიდა მისი ფილმი. მაგრამ ეს მხოლოდ ჩემი ფიქრებია.

სანამ ბატონი ოთარი წარადგენდა თავის ფილმს, დიდ ეკრანზე გავიდა მხატვრული ფილმების ტრეილერები, რომელიც ნომინირებულია ბიაფზე. ძალიან ემოციური და დამაიმედებელი რეკლამები იყო. თან რომ გახარებს და თან რომ გაშინებს. გიხარია ის, რომ ამდენი ძალიან მაგარი ფილმის ყურების შესაძლებლობა გაქვს, და გაშინებს ის, რომ არ ხარ შენს თავში დარწმუებული, რომ შეგიძლია ამდენი ემოციის დატევა ერთად.

ფილმების ანონსის შემდეგ გამოდის ბატონი ოთარ იოსელიანი და სხვადასხვა დიდაქტიკურ განცხადებასთან ერთად, ამბობს, რომ ფილმები არ უნდა იყოს კომერციული, რომ არ დავუჯეროთ რეკლამებს და ა.შ.

სიმართლე გითხრათ, ძალიან გამაღიზიანა ამ განცხადებამ. თითქოს, თუ ხელოვნებით ფულს შოულობ, ის უფასურდება. რა თქმა უნდა, არის ფილმები რომლებიც მასებზეა გათვლილი, და რომლებსაც უფრო მეტი ფული მოაქვს, მაგრამ არის ფილმები, რომლებიც თან კომერციულია და თან-გენიალური. ბევრი ფილმი მინახავს, რომელშიც ხალხი მხოლოდ ლამაზ ეფექტებს ხედავს, თუმცა ოდნავ სხვა თვალით ყურებისას ის “არტი” და ხიბლი, რომელიც საავტორო ფილმს აქვს, წინა პლანზე მოდის. ეს ფილმებიც საავტოროა, უბრალოდ უფრო კარგად შეფუთული, ამიტომ ისინი ცუდია?

მაგალითად, აქ, ფილმის “ზამთრის სიმღერის” ტრეილერი უნდა ყოფილიყო, თუმცა ინტერნეტ სივრცეში ვერ ვიპოვე.

მაგალითად ჩემთვი, ამ კუთხით მომუშავე რეჟისორებიდან, ყველაზე დასამახსოვრებელი და პატივსაცემია ქრისტოფერ ნოლანი. ტიპი აკეთებს გენიალურ პროდუქტს, გენიალურად ფუთავს, გენიალურ აზრებსა და ასპექტებს დებს ფილმში, გენიალური ეფექტები, მსახიობები და ა.შ. ის აკეთებს ყველაფერს, რისგანაც ფული შემოდის, ვიღაცა უბრალოდ “სასემიჩკოდ” უყურებს ეფექტების გამო, ვიღაცა კიდე, მთელი კვირა ან უფრო ხანგრძლივად იქნება ემოციების ქვეშ.

მგონია, რომ წავიდა ის დრო, როცა უხარისხო ფილმებს იმ ჭრილში ვატარებდით, რასაც “არტია ყველა ვერ გაიგებს” ჰქვია. სწორედაც, რომ “არტია” ყბა დაღებული ნოლანის ფილმები, რომლებსაც რა თქმა უნდა, ყველა ვერ გაიგებს და არც უნდა გაიგოს, ზოგი იმისთვისაა გაჩენილი, რომ უბრალოდ ცოტა უფრო გაამდიდროს სხვა. და რომ მისცეს შესაძლებლობა კიდევ ერთხელ გადაიღოს ფილმი, რომელიც ვერც ოსკარს მოიგებს, ვერც დაფასდება საავტორო ფილმების ფესტივალზე, თუმცა აუცილებლად მიიტანს სათქმელს, გაცილებით დიდ მასაზე, რასაც არაკომერციული ფილმი, ვერასდროს შეძლებს.

დროა, საავტორო ფილმი, მივიდეს იმ ხარისხზე, იმ დონეზე, რომ კარგი ტრეილერის ქონა არ ტეხავდეს, კინო-თეატრებში თუ ლიდერობს გაყიდვებით, არც ეს ტეხავდეს. გააკეთე ისეთი ფილმი, რომელიც თან “არტი” იქნება და თან ფულს მოიტანს. რახანც ხელოვანი ხარ, არაა საჭირო სიღარიბეში მოკვდე. იყვნენ ასეთები, ამით ვეღარავის გააკვირვებთ. თუნდაც იმიტომ უნდა გააკეთო კომერციულად გამართული ფილმი, რომ კიდევ გქონდეს, ხელოვნებაში, შენი თავის დახარჯვის საშუალება.

მე, ჩემი მხრივ, რამდენიმე ხნის წინ, ზუსტად ბატონი იოსელიანივით ვფიქრობდი. რომ ხელოვნება არ უნდა დადიოდეს ფულის დონემდე, რომ ის უფრო მეტია ვიდრე ეს. მრცხვენოდა ჩემი ნახატების თუ სხვა უწიპუწიების გაყიდვა. ახლაც ასე ვარ, ჯერ ვერ გამოვედი ამ ფიქრებიდან ბოლომდე, თუმცა იმ ეპოქაში როცა, ყველაფერი ფულზე დადის და შენი ხელოვნების შექმნა პირდაპირპროპორციულია ფულის ოდენობასთან (ელემენტარული მასალები), ნელ-ნელა ვხვდები, რომ დროა ცოტა ფართოდ ფიქრი დავიწყო.

DSC06002

წვიმა მოვიდა, შუქი ჩაქრა.

გუშინ გაწვიმდა, როგორც იცის ხოლმე ბათუმში, მთელ ქალაქში შუქი ჩაქრა , ბატონი ოთარის ფილმი “ზამთრის სიმღერა” ვერ ვნახეთ. თუმცა კიდევ ერთხელ იქნება ჩვენება, რა თქმა უნდა, და ჩვენც აუცილებლად ვნახავთ.

Advertisements