Tags

, , , , , , ,

DSC05243

პონტე ვეკიო, აისი

ერთხელ, ერთ საინტერესო “stand up” ს ვუსმენდი, და ახალგაზრდა ბიჭმა თქვა, რომ ყველა მოგზაურობა კარგია, რომ არის მხოლოდ ორი ვარიანტი, ან ძალიან კარგად დაისვენებ, ან ძალიან კარგი ისტორია გექნება, ორივე შემთხვევაში მოგებულები ვართ.

დიდი ხანი ვიკავე თავი, ბევრჯერ გადავდე ამ თემაზე წერა, თუ საუბარი, თუმცა, ვთვლი, რომ აუცილებელია ეს დავწერო, არავის ააქვს ისეთი მეხსიერება რომ წლებს, დანაკლისის გარეშე გაუძლოს, და იმ მიზენით, რომ მომავალში, არ მინდა ჩემივე ისტორია,  “გაფუჭებულ ტელეფონს “დაემსგავსოს, სანამ დეტალებში მახსოვს ყველაფერი, აქვე დავფრქვავ.

იტალიური არდადეგების, მესამე თუ მეოთხე დღეა, რომმა, თავისი უსუსური სიდიადით, ამოწურა თავისი თავი, ჩვენში, რიგში ფლორენცია იდგა. 3 მეგობარი ვართ, ფლორენცია ჩემი იდეა იყო, რამეთუ არქიტექტურის ისტორიის ლექციებზე, ყველაზე დასამახსოვრებელი, იტალიის ქალაქებიდან, რატომღაც, ის აღმოჩნდა.

ჩვენც წავედით, გვიან, დაახლოებით ღამის პირველ საათზე, სადგურზე ვიყავით. არის მომენტები, როცა საერთოდ ვერ ხვდები რა ქნა. იმდენად ცარიელი იყო, იმდენად არაფრის მთქმელ გაჩერებაზე ჩამოვედით, რომ ნახევარი საათი უაზროდ დგომაში გავატარეთ. თუმცა, მალევე გამოვერკვიეთ, და სწორ გზას დავადექით. ისეთი პატარაა ფლორენცია, ფეხით, ნახევარ საათში, ქალაქის მეორე ბოლოში ვიყავით. DSC05453

სახლს, ადვილად მივაგენით, თუმცა კარი არავინ გაგვიღო. რაღაცნაირად დავრეკეთ მეპატრონესთან, და მიზეზი, დაახლოებით, ასე ჟღერდა, რომ გვიანია და ხვალ დილამდე მოგვეცადა. სასაცილო იყო, თუმცა გვეტირებოდა. მოგვიწია ღამის ქუჩაში გათენება, ხეტიალში.

ცოტა ხანი მაკდონალდში დავსხედით, 24 საათიანი აღმოჩნდა. ტელეფონების დასატენად, და ინტერნეტის მოხმარების მიზნით, შესულებს, გეტოსეული ბანდა დაგვხვდა, “შტეპსელები” არ მუშაობდა, მობილურები ვერ დავტენეთ. შაბათი იყო, კლუბიდან დაბრუნებულ ხალხით იყო დატენილი mcd. მათი დიალოგიდან მხოლოდ, კაცო, კაცოს ვარჩევდი.

ფლორენცია ლამაზია, ამ სიტყვის ფართოდ გავრცელებული მნიშნელობით. სუფთა, ჩაწიკწიკებული, მოვლილი სახლები, პატარ-პატარა ქუჩები, მდინარით გაყოფილი ქალაქი, და ერთმანეთთან, ულამაზესი, ისტორიული ხიდებით დაკავშირებული. ჩვენ, ერთ-ერთ მთავარ ღირსშესანიშავ ხიდთან გქვონდა სახლი ნაქირავები, და გვინდოდა თუ არა, მაინც იმ ადგილს ვურტყამდით კრუგს. ცარიელი ქუჩები, რატომღაც მოცისფრო ტონი ამოტივტივდა ახლა, მოგონებებში. ზურგჩანთების თანხლებით, სრული ამ სიტყვის მნიშნელობით, დავბოდიალობდით, წინ და მერე უკან, მერე ისევ წინ და ასე შემდეგ.

ბოლოს, ცას რომ ფერი მიეცა, და მივხვდით რომ გათენებას აპირებდა, ხიდზე “დავბანაკდით”. დაიწყო მზემ, ცის ფერების, ყოველწუთეული, განსხვავებული გრადაციებით შეფერადება. ჩვენც, უნახავებივით, ვიდექით, და ყოველ წუთს ფოტოაპარატს ვაჩხაკუნებდით, ხან ციფრულს, ხან ფირის აპარატს, ხან მობილურს. გვინდოდა, ყოველი წამი გაგვეჩერებინა, და ბუკვალურად რომ ვთქვათ, ყოველი მომენტი გასაჩერებელი იყო.

florence2

პონტე ვეკიოზე, აისი

ასე ამოვიდა მზე, პონტე ვეკიოზე, ქალაქმა მოოქროსფრო ფერი მიიღო, შუქ-ჩრდილებმა გამოკვეთა გარემო, და კიდევ უფრო გაალამაზა. უკვე აღარ ვიყავით მარტონი, ხალხმა სარბენად დაიწყო გამოსვლა,  ეს დაახლოებით 6 საათზე ხდება. ჩვენც, ჩვენი მხრივ, მივხვდით, რომ ქალაქი იღვიძებს, და რომ გადავრჩით. ჩვენი სახლისკენ გავუყევით გზას. გზად კაფე შეგხვდა, და კულტურული შოკიც მიგვაღებინა, იმან, რომ ამ დროს უკვე არის მსგავსი დაწესებულებები ღია, და თან ცხელ-ცხელი გემრიელობების მირთმევაც შესაძლებელია. დავსხედით, მონატრებული , გემრიელი ყავა დავლიეთ, ცხელი კრუასანიც მივაყოლეთ, და ბოლო 2 საათი გადავაგორეთ.DSC05264

ცოტა ხანში დაგვიკავშირდნენ , ჩვენი სახლის მეპატრონეები. მეგობარი, ინგლისურად ესაუბრებოდა, თუმცა 2 წუთი საუბრის შემდეგ, ლაპარაკი ქართულად გააგრძელა. შოკი რომ გვაკლდა, ალბათ უკვე მიხვდით, და კიდევ ერთის დამატებით, სრული ბუკეტი შეიკრა, მოსაყოლი ისტორიებისა.

ჩვენი სახლის გამქირავებელი, თუ მომსახურე პერსონალი, ქართველები აღმოჩნდნენ. ქართველებმა არ შეგვიშვეს სახლში, ქართველებმა არ გაანძრიეს, ღამის პირველ საათზე, ტრაკი, და ამის გამო, უცნობ ქალაქში, ღია ცის ქვეშ (კიდევ კარგი არ წვიმდა) ღამის  გასათენებლად, გაგვწირეს. როგორც მოგვიანებით, დილის 11 საათზე გაირკვა, არ იცოდნენ, რომ ქართველები ვიყავით, თურქები ვეგონეთ, თორემ აუცილებლად მოვიდოდნენ.  პირველი იქნებოდა თუ უკანასკნელი, როცა ღამე მოვდივართ და კარს ვაღებთო, უბრალოდ დავიკიდეთო, მარტივად რომ მოვახდინოთ პერეფრაზი, მისი სიტყვები ასე ჟღერდა. შემდეგ, ხინკალზე დაგვპატიJა, დამლაგებელმა, რომელიც  ასევე ქართველი აღმოჩნდა ( საყვარელი ქალი იყო, არც ისე მოხუცი და არც ისე ახალგაზრდა). ხინკლის ჭამა ვერ მოვახერხეთ, ისედაც მწირი დროის ,ერთი დღე, ფაქტობრივად ძილში გავატარეთ.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ სახლი, იყო უმშვენიერესი, უკარგესი, დიდი ისტორიის მატარებელი, როგორც გარედან ისე შეგნიდან, წიგნების ენ რაოდენობა, კოლექციებით დახუნძლული, ვერანდა, სამზარეულო, მისაღები ოთახი თუ საძინებელი, ყველაფერი ყვიროდა, რომ ჩვენ, მოვხვდით იქ, სადაც წესით მუზეუმი უნდა ყოფილიყო. ანტიკვარი წიგნების ფონზე, სახლში გაკეთებული პასტა, იტალიური სიმღერა “პაროლე”, და თავს გადამხდარი თავგადასავალი. მეტი რა არის საჭირო, იმისთვის, რომ მოგზაურობა შემდგრად გამოვაცხადოთ, და ვიამაყოთ, იმით რომ ჩვენ მოვინდომეთ, ჩვენ დავგეგმეთ, წავედით და ვნახეთ, იმაზე მეტი ვიდრე ოდესმე გვინახავს.

იმ ფაქტზე, გარეთ, ღამის ბოდიალისას, მინეტის გაკეთება რომ მოგვთხოვეს, ვიღაცა ამერიკელებმა, იმ კითხვის პასუხად, იცოდნენ თუ არა, რაიმე სასტუმრო, რომელიც არც ძვირი იქნებოდა და არც დაკეტილი, აღარაფერს ვამბობ, თუმც ძალიან ბევრი ვიცინეთ, სატირალი რომ არ ყოფილიყო.

როგორც, ქართველებმა ვიცით თქმა, მოსაყოლად არაფერი იქ უნდა ყოფილიყავით. დარწმუნებული ვარ, ასე ძალიან რთულია, იმ სიტუაციის წარმოდგენა, რაშიც ჩვენ ვიყავით, რამაც ბევრი გვაცინა, რამაც გაგვაოცა, რამაც გაგვილამაზა ეს მწარე ღამე და ა.შ. მაგრამ მაინც.

florence1

ქანდაკება, რომელიც გვეგულებოდა მუზეუმში

დღემდე, ეს დღეები, ყველაზე დასამახსოვრებელი აღმოჩნდა, ჩვენი მოგზაურობიდან. ყველას ხომ ის აინტერესებს, რაც ცოტათი მაინც, განსხვავებულია. ჩვენ კი გვხდა, წილად ეს ბედნიერება, რასაც დასამახსოვრებელი ისტორიის ქონა ჰქვია.

DSC05575

ამ ქალმა გაგვაჩერა, გიცანით, დილით დაგინახეთო ^^

ხო კიდე, ყველაზე ღირსშესანიშავ ტაძარშიც, ვერ შევედით, დაგვაგვიანდა. მუზეუმში ვიყავით, სადაც თურმე ის ქანდაკება არაა, რომლის ძებნაშიც 2 ჯერ შემოვიარეთ, ის ტერიტორია, რომლის მთლიანად დათვალიერებასაც, მინიმუმ 2 საათი სჭირდება. მერე ნესვის ნაყინი მივირთვით, და გადავაგდეთ, ინტერნეტ კაფეც ვიპოვეთ, სასაცილო გვეჩვენა ეს ფაქტი, ვიღაცა ქალი შეგვხვდა, და გვითხრა , მე თქვენ დღეს დაგინახეთ და დამამახსოვრდითო, ტურისტებით გაჯეჯგვილ, ქალაქში, ჩვენ რომ დაგვიმახსოვრეს, ეს უკვე რაღაცას ნიშნავს. მაგრამ ეს ყველაფერი წვრილმანებია.

საბოლოო ჯამში, ისე გამოვიდა, რომ ერთმანეთს გავუხალისეთ მოგზაურობა, სულ რომ წყალტუბოში ვყოფილიყავით, ალბათ, მაინც გავერთობოდით. არ ააქვს მნიშვნელობა, სად მიდიხართ, მთავარია, ვისთან ერთად მიდიხართ. ჩვენ კი გაგვიმართლა.

florence12

მორიგი, ღამის ბოდიალისას

როგორც თავში აღვნიშნე, ეს არ იყო შვეიცარიული საათივით აწყობილი მოგზაურობა, თუმცა ზუსტად ამიტომაც ღირს მოსაყოლად და გასახსენებლად.

უფრო მეტი ფოტოს სანახავად შეგიძიათ იხილოთ ჩემი გვერდები: FlickrLasha Tsertsvadze photography .

Advertisements