Tags

, , , , ,

ბიაფBIAFF (ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი)

უკვე დიდი ხანია, ბიაფის შესახებ მაქვს გაგონილი, ბევრი ლაპარაკობს, მასზე, როგორც საუკეთესო კინოფესტივალზე საქართველოში, იმ გუნდზე, რომელიც უმცირესი ბიუჯეტით ახერხებს, იმას, რომ შედგეს და დასამახსოვრებელი გახდეს ყოველი წელი, კინომანებისთვის. გუნდი, რომელიც ახერხებს, ჟანრში საუკეთესო ფილმების ჩვენებას, კონკურსში, თუ კონკურს გარეთ, მოწვეული სტუმრები, რომლების ნახვაც სიზმარშიც არ წარმოუდგენია ბევრ მოკვდავს, იმ ფილმების დიდ ეკრანზე ხილვის ბედნიერება, რომლებსაც კომერციული კინო-თეატრები, არასდროს გაუშვებდნენ, რადგანაც “არამომგებიანია”.

არასდროს მომცემია იმის შანსი, რომ დავსწრებოდი ფესტივალს, ვყოფილიყავი დღესასწაულის ერთ-ერთი მონაწილე. ზოგჯერ, ინფორმაციის არ არსებობის გამო, ზოგჯერ-მოუცლელობის და ა.შ. მაგრამ BIAFF ს, წელს, 10 წლის იუბილე აქვს, და მგონი, პლანეტები ჩამწკრივდნენ, იმის გამო, რომ ჩემთვის, ყველანაირი პირობა შეექმნათ, ფესტივალის არ გამოტოვებისთვის.

Kim Ki Duk, Peter Greenway . რეჟისორები, რომლების ფილმებმაც, თამამად შემიძლია ვთქვა, გამზარდა, როგორც პიროვნება. ახლა შანსი მაქვს, მათი უახლესი ფილმები, დიდ ეკრანზე ვიხილო. თუმცა, როგორც მეგობრებისგან მსენია, დიდი სახელების მქონე რეჟისორების ფილმებს, არაფრით ჩამოუვარდებათ, შედარებით უცნობთა ფილმები, რომლებიც წარმოდგენილია ბიაფზე. წარმოიდგინეთ, რა მოხდება ფესტივალზე, საუკეთესოებს რომ სხვები არ ჩამოუვარდებიან. წარმოიდგნინეთ!

და მე, მაქვს ბედნიერება პირველად, ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალს დავესწრო, პირველად წაკითხულის ბედნიერებასავითაა მგონიე ესეც. ვნახოთ, თუ გაამართლოებს, იმ ამაღლებულ, მოლოდინს, რომელიც მაქვს შექმნილი.

ხოდა, ვინც ვერ მოდიხართ, გშურდეთ! ვინც, არ მოდიხართ, ნუ, რა გიყოთ!? და ვინც მოდიხართ, გილოცავთ!

BIAFF იწყება 13 სექტემბერს, მთავრდება 20 ში. 1 კვირა ახალი ემოციები, ახალი ისტორიები, ახალი აგურები ჩემი პიროვნების ასაშენებლად.

შეხვედრამდე ბიაფზე.

დეტალური ინფორმაციისთვის, იმაზე თუ რა იგეგმება, ფილმების სია, განრიგი და ა.შ. გამოიწერეთ ბიაფის ოფიციალური გვერდი facebook ზე biaff international film festival

Advertisements