Tags

, , , , , , ,

handsdiromaსულ მიკვირდა, რატომ ვერ იტანდნენ ტურისტებს, იმ ქალაქის მაცხოვრებლები , რომლებშიც ყველაზე მეტი ტურისტი ჩადის. ჩემი წარმოსახვით, ტურისტი არის ფულის წყარო, განვითარების ახალი ეტაპისთვის აუცილებელი გზა, და ამისთვის მაცხოვრებლები მადლიერნი უნდა იყვნენ. მიუხედავად ამისა, ისინი მაინც უკმაყოფილონი არიან, იმით რომ მათ ქალაქში, ძალიან ბევრი ვიზიტორია.

რა არის ტურისტი? ტურისტია ადამიანი ან ვინმე სხვა, რომელიც სხვა ქვეყანაში ჩადის, დასათვალიერებლად, ფულის დასახარჯად და ა.შ.  არსებობს რამდენიმე სახის ტურისტი. ვისაც მართლა აინტერესებს სხვა ქვეყნის ნაირფეროვნება, ვისაც უბრალოდ უთხრეს, რომ სხვა ქვეყანაში წასვლა, „კარგ ტონად“ ითვლება და დასაჩექინებლად ჩადის, რომ ხალხს ანახოს, ის, რომ მას ბვერი რამე აქვს ნანახი. ჩემი დაკვირვებით, კულტურის გასაცნობად , ძალიან ცოტა ადამიანი ტოვებს საზღვარს და შორეულ ქვეყანაში მიდის.

უმეტესობა მიდის ,იმიტომ, რომ გადაიღოს სელფი, და „შეახარბოს“ მის მეგობრებს, თუ ნაცნობებს. არის ქალაქები რითიც ვერავის, ან ძალიან ცოტას შეახარბებ. მაგრამ ისეთი გრანდიოზული ქალაქი როგორიც რომია, ყველას უნდა, ყველას უნდა რომ, ის ცნობილი რომაული არდადეგები მოიწყოს, რომელიც ოდრი ჰეფბერმა მოუწყო საკუთარ თავს, მასსავით ჩამოირბინოს ესპანური კიბეები, რომში სიყვარული ეწვიოს და ასე შემდეგ.  ამ ადამიანთა რაოდენობა, იმდენად ბევრია, რომ თითქმის ყველა ღირსშესანიშანობას ფარავს, და არაფერი ჩანს. დადიხარ ქუჩაში, იტალიელი არ გხვდება, არის მხოლოდ ზომბირებული ტურისტები, რომლებიც იმ ისტორიულ ნაგებობებს თუ ქუჩებს მხოლოდ  მობილურის ეკრანიდან ხედავს, მათი თვალები, იმავეს აღიქვამს, რასაც მათი ტელეფონის კამერები.  არანაირი, კულტურული განსხვავების აღქმა არ ხდება ასეთ ქალაქებში,იმიტომ რომ ადგილობრივ მაცხოვრებელს ვერ ამჩნევ, და ის ენა რომელიც განსხვავებულია და მხოლოდ იმ ქვეყნისაა სადაც ხარ, მარტო მეტროში, ან საზოგადოებრივ ტრანსპორტში, გაჩერებების გამოცხადებისას გესმის. მარაზმია! აუარებელი რიგები, ყველგან, გაბერილი ფასები, იმიტომ რომ იმდენად ბევრი ტურისტია მაინც გაყიდიან იმ ნაგავს რომელსაც ფასს ადებენ. მძრღერსაც ფასი ადევს რომში, იმიტომ რომ რომაული მძღნერია! ლამის ფეხს რომ ადგამენ არ იწმენდენ.

სავარაუდოდ ძველ რომაელებს რცხვენიათ, ახლანდელი რომის, მე შემრცვხებოდა. ამათ გამო უშენებიათ ამდენი უნიკალური ძეგლი. ამათი მობილურების ჩხაკუნისგან ლამის ბზარები აქვს ყველა კედელს, იმ კედლებს რომლებმაც საუკუნეებს გაუძლეს.

თითიდან გამოწოვილი ტრადიციები, რომელიღაცა ფილმში , რომელიღაცა პერსონაჟმა ასე ქნა, და ეს ტრადიციაა. ფულის ყრა შადრევნებში, ხელის შეყოფა პირებში და ა.შ. მარტო შადრევანში ხურდის გადაყრით შემოსული თანხა მილიონებს ცდება, სახელმწიფო ბიუჯეტში. წარმოიდგინეთ.

იმაში აუცილებლად უნდა შევთანხმდეთ, რომ წაკითხულს და გაგონილს, უცილობლად, ნანახი სჯობს, და თქვენი თვალით თუ არ ნახავთ, ვერ დარწმუნდებით, იმაში რაზეც ძაღლის ყბა მაქვს გამობმული, თუმცა, ცოტათი მომზადებული მაინც იქნებით. სრული შოკი, ჯანმრთელობისთვის, არაა კარგი.

თუ არ ხართ ხამი, და თუ მხოლოდ დასაჩექინებლად არ დადიხართ საზღვარგარეთ, წადით კუსკუსა, კოხტა ქალაქებში, სოფლებში, რომლებზეც ბესტსელერი ფილმები არ გადაუღიათ, შეიგრძენით კულტურა, გაიცანით ადგილობრივები, იკონტაქტეთ მათთან. პირველი მე ვიქნები, ვინც ამ რჩევას გაითვალისწინებს, და შემდეგ მოგზაურობას, ეჭვგარეშე, არატურისტულ ადგილას დავგეგმავ.

უკვე მესმის, რატომ ვერ იტანენ ტურისტებს რომაელები. იმიტომ რომ ამაზრზენია, იმიტომ რომ ხამობაა, იმიტომ რომ სნობიზმია, იმიტომ რომ გადაგვარებაა კულტურის. თუმცა ატანა უწევთ, რამეთუ, ყველაზე მეტი ფული ხამებისგან კეთება. ხარისხი იკლებს , გემოვნება ეცემა, და მაინც, იმავე ოდენობის ფულია, როგორიც ხარისხიანი პროდუქციის გაყიდვისას იქნებოდა.  განვითარებული სახელმწიფოს, ერთ-ერთი, დამახასიათებელი ნიშანი!

არ მინდა განვითარებულ ქალაქში ვცხოვრობდე, მე მინდა ჩემს ქალაქში უფრო მეტი ქართველი დადიოდეს ვიდრე ტურისტი, ყოველდღიურად, ეს ეკონომიკურ კრიზისადაც რომ დაგვიჯდეს მაინც. რათა იმათ, ვისაც მართლა კულტურა აინტერესებთ, განსხვავებები და ასე შემდეგ, მიეცეთ საშუალება რომ შეიგრძნონ. გაიგონ ქართული ენა და მიხვდნენ რა არის ეს, რომ ეს განსხვავებულია, რომ ეს ავთენტურია.

არ წახვიდეთ რომში, ფოტოებში გაცილებით უფრო კარგად შეიგრძნობთ მას, ვიდრე იმ არქიტექტურული შედევრების ეპიცენტრში დგომისას. რომი არის ლამაზი, რომაულ არდადეგებში. ვინც არ ყოფილხართ, გირჩევთ ის ემოციები არ დაკარგოთ რომელიც ფილმების ნახვისას და ფოტოების თვალიერებისას გიპყრობთ. და თუ შემთხვევით ხელი წაგიცდათ და მაინც წახვედით, წადით შემოდგომა-ზამთარში, როცა არც ისე ბევრია ტურისტი. და მაინც გაგანია ზაფხულში გადაწყვიტეთ წასვლა, გრანდიოზულ დედაქალაქ, რომში, მერე არ თქვათ რომ არავის გაუფრთხილებიხართ.

კეთილი სურვილებით, ლაშა

პ.ს.შეხვედრამდე, ჯოჯოხეთში.

პ.პ.ს. მოგზაურობის ფოტოები, ეტაპობრივად, დაიდება ჩემს გვერდზე lashatsertsvadzephotography

Advertisements