Tags

, , ,

13856_1557615941166862_890973845661322094_n

photo:lasha tsertsvadze

ყოველთვის მიჩნდება კითხვა, იმ თემასთან მიმართებით, რომელსაც ხალხი განათლებას უკავშირებს. მაგალითად, ადამიანის ფსიქოლოგია და მისი ქცევის ნორმები, თუ უნორმობა. პირველი, რაც ამ კითხვების დასმისას მომდის პასუხად, ჩემივე თავიდან, არის, თავის მხრივ კითხვა, კონტრ-კითხვა შეგვიძლია დავარქვათ ამას, საიდან ისწავლეს იმ ადამიანებმა, ის, რასაც ჩვენ მათ მიერ დაწერილი სახელმძღვანელოებიდან ვსწავლობთ. მაგალითად:ფროიდს, ფროიდი ხომ არ ჰყავდა, თავისი აზრები რომ მისად გაესაღებინა და “აქსიომად” ექცია, ნებისმიერ კამათში.

ამ თემაზე მარტივი პასუხია, ალბათ, დაკვირვება. ყურადრების გამახვილება, ახალი დასკვნების გამოტანა და ახალი ფურცლების დაწერა უკვე დაწერილ წიგნებში. ამ ლოგიკით, ყველას შეგვიძლია ვიყოთ ფროიდები, დაკვირვების შესაძლებლობა ყველას ააქვს, ააქვს მას ბევრი წიგნი წაკითხული, თუ-არა.

არ ვიცი, როდის იწყება დაკვირვება, ალბათ დაბადებიდანვე, უბრალოდ, ზოგი აქცევს ამას მნიშვნელობას, ზოგი ისე იღებს ყველაფერს, როგორცაა მოცემული, ზედმეტი კიტხვებისა და ღრმა აზრების ძიების გარეშე. მე, ყველა ქმედებაში რაღაცა ახსნას ვცდილობ,  ალბათ უსაქმური ვარ.

ბოლო კითხვა რაც, ხალხზე დაკვირვებისას მაწუხებს, არის შემდეგი: რითი უფრო მოიპოვებ საზოგადოების ყურადრებას, იმით რომ უბედური ხარ, თუ იმით რომ-ბედნიერი? რომლის მანიფესტია უფრო მომგებიანი, ხალხის მოსაზიდად? რომელი გრძნობა უფრო ძლიერია, შური, თუ-სიბრალული?

ყველა ადამიანი, და მათ შორის მეც, პირველ რიგში საკუთარი თავიდან გამომდინარე აკეთებს დასკვნებს. რა მოსწონს თავად, თვითონ როგორ მოიქცეოდა, რა აწუხებს და ა.შ. ამ დაკვირვების მიხედვით , არგებს თავის შეხედულებებს საზოგადოებას, და აზოგადებს. ეს ქმედება ხშირად ამართლებს, თუმცა ხშირად, სრულიად საპირისპირო სურათს ვიღებთ.

პირადად, მე, შურის გამო, ბევრი ადამიანი მინდა რომ არ მომხვდეს, ხშირად, თვალში. საკუთარ უსუსურობის გრძნობას იწვევს, და სირაქლემას პოზიციაში ყოფნას ვარჩევ, იმის მიუხედავად რომ ვიცი, რეალურად, უმრავლესობა არაა ბედნიერი, და უბრალოდ ცდილობს ბედნიერად მოაჩვენოს სხვებს თავი. ესეც ჩემი თავიდან გამომდინარე დავასკვენი, იმიტომ რომ ყოველთვის თუ არა ხშირად ვცდილობ რომ ხალხს ვანახო, რომ ბედნიერი ვარ, რომ შეშურდეთ. მაგრამ, რატომ მინდა ხალხს ჩემი შურდეს? რას ვიგებ მე, რიგითი ლაშა? არც არაფერს საბოლოო ჯამში. ნეტა რა აქვს ამასთან დაკავშირებით, ფროიდს, ნათქვამი, ალბათ ნაფიქრი აქვს.

შური, თუ სიბრალული? ალბათ ძალიან რადიკალური ვარ, თუმცა საშუალოს ვერ ვხედავ, ადამიანის ან გშურს, ან გებრალება. მე არ მებრალება, თუმცა ხშირად ვითხოვ სიბრალულს, იმის მიუხედავად, რომ დარწმუნებული ვარ არც არავის ებრალება. ხოდა დარჩა შური. მე მშურს, და ალბათ ხალხსაც შურს ჩემი, როცა კარგი რაღაცების დანახვებას ვცდილობ. ხოდა გავაგრძელებ. აჩვენეთ ხალხს, რომ ბედნიერები ხართ, იმიტომ რომ, სხვა გზა უბრალოდ არაა. როგორც დედაჩემი იტყოდა ,”ადამიანი თავის თავის უბედურია”. ბედნიერების კი ყველას შურს, ყველას სურს, და ამიტომ იჯერებენ, და ხანდახან უხარიათ კიდეც, იმიტორომ ჰგონიათ რომ ეს შესაძლებელია. ალბათ, ასეც არის, მაგრამ, მე ბედნიერი ადამიანი არ მინახავს.

Advertisements